| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უკვე დაფიქსირდა და ბუნებრივია, საზოგადოება ელის, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს მთავრობა შეზღუდვებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით კი ისაა საინტერესო, ხომ არ დაიხურება სკოლები და ბაღები ზამთრის არდადეგების დაწყებამდე?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას არ ელის, ყოველ შემთხვევაში ახალ წლამდე მაინც და ახალი შტამით ძველი, „დელტა“ შტამის ჩანაცვლებას ალბათ, 2 თვე დასჭირდება.
გამყრელიძის შეფასებით, „ომიკრონი“ მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და ამიტომ სავარაუდოდ, ახალი შემთხვევები ამბულატორიული იქნება.
„ომიკრონთან“ მიმართებაში აღინიშნა საკმაოდ სწრაფი გადამდებლობის უნარი, 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40 წლამდე ასაკი და ბავშვები, ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ მომავალში როგორ იქნება, რადგან მას სწრაფი გავრცელების უნარი აქვს, ჯერ კიდევ რთული საპროგნოზოა. ჩვენთან ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება, თუმცა მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება მაჩვენებლები; „ომიკრონის“ გამოჩენას ველოდით - საზღვარი ვერ დაიცავს ვირუსის შემოსვლას, მაგრამ რომ გითხრათ, ეს დაუყოვნებლივ - დღეს-ხვალ იმოქმედებს ეპიდსიტუაციაზე, მართალი არ ვიქნები. გარკვეული სტაბილიზაციისკენ სვლა გაგრძელდება, მაგრამ ახალი შტამით ჩანაცვლებას ძველი, „დელტა“ შტამის ალბათ, 2 თვე მაინც დასჭირდება. ამიტომ ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას იმის გამო, რომ „ომიკრონი“ ქვეყანაში დაფიქსირდა, არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში ახალ წლამდე მაინც და შემდგომ ნელ-ნელა ალბათ, თუ გავრცელდა იმ სისწრაფით, რომელიც მას ახასიათებს, რა თქმა უნდა, იქნება დატვირთვა ჯანდაცვის სექტორზე მაგრამ, მაინც იმედი გვაქვს, რომ ძირითადად შემთხვევები უნდა იყოს ამბულატორიული“.
იხილეთ ასევე:
მთავრობამ სკოლებზე და დამატებით შეზღუდვებზე იმსჯელა - 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა
საქართველოში „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას