სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორ შევხვდეთ 2022 წელს, რომ სახლში ხვავი და ბარაქა მოვიზიდოთ - ფენ შუის 5 წესი
31-12-2021
-
+


ყველასგან გამორჩეული, მოვლენებითა და მკვეთრი ცვლილებებით დატვირთული - სწორედ ასეთი იქნება ლურჯი ვეფხვის წელი. 

აღმოსავლეთში ითვლება, რომ ლურჯი ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური ფერია, ასე რომ სიახლეებისთვის მზად უნდა ვიყოთ. 

წელს, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის დროა - ამიტომ, ლურჯი ვეფხვის იმედით, კარდინალურ ცვლილებებს არ უნდა შევუშინდეთ და შევცვალოთ ის, რაც დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ოცნებად რჩებოდა. 

იმისთვის, რომ დამდეგი წელი ბედნიერი და წარმატებული იყოს, აუცილებელია, როგორც 2022 წლის მთავარი სიმბოლოს გულის მოგება, ასევე ძველი აღმოსავლური ხელოვნების - ფენ შუის წესების დაცვა. 

სახლის მომზადება

ყოველ წელს სახლში უამრავი ნივთი გროვდება, რომლებსაც არ ვიყენებთ - ძველი ავეჯი, ტანსაცმელი, დაცლილი კალმები თუ მაკულატურა. მოაგროვეთ და თავიდან მოიშორეთ  ყველაფერი, რამაც ფუნქცია დაკარგა. გაათავისუფლეთ სივრცე. ნუ დაინანებთ გამოუსადეგარ მოძველებულ დეკორატიულ ნივთებს, რომლებიც დიდი ხანია მხოლოდ მტვრის შემგროვებლებად იქცნენ. 

გადაახალისეთ სახლი, შეცვალეთ ჩვეული ინტერიერი, შეგიძლიათ თამამად გადაადგილოთ ნივთები და ავეჯი. 

დაალაგეთ სამუშაო მაგიდა და მოაწესრიგეთ კომპიუტერი - წაშალეთ არასაჭირო ინფორმაცია, რომელიც ზედმეტ ადგილს იკავებს. 

ახალი წლის დამდეგს კი, პირველ რიგში საჭიროა სახლში უნაკლო სისუფთავის დამყარება.

სად დავდგათ და როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე?


აღმოსავლური სწავლების ოსტატები ნაძვის ხის დადგმის წესებს გვთავაზობენ, იმის მიხედვით თუ რისი მიღება გვინდა დამდეგი წლისგან. სწორედ ჩვენი სურვილების მიხედვით უნდა შევურჩიოთ საახალწლო ხეს ადგილი სახლში. 

  • ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვის მიზნით სადღესასწაულო ხისთვის საუკეთესო ადგილი ოთახის სამხრეთ-აღმოსავლეთია;
  • სიყვარულისა და ჰარმონიის მოსაპოვებლად ნაძვი ოთახის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დადგით;
  • ჯანმრთელობის განსამტკიცებლად ოთახის ცენტრი შეარჩიეთ;
  • კარიერულ წარმატებას კი ნაძვის ხე ოთახის ჩრდილოეთ ნაწილში მოგიტანთ;
  • დასავლეთი ოჯახში მატებას გვპირდება;
  • ცოდნის გაღრმავებას ხის ჩრდილო-დასავლეთით განთავსება შეუწყობს ხელს;
  • მოგზაურობის მოყვარულებს კი ნაძვის ხის დადგმა სახლის ან ოთახის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შეუძლიათ. 
ახალი წლის სიმბოლო მორთეთ წყლის ვეფხვის ფერებში. ესენია - ვერცხლისფერი, ლურჯი, ცისფერი, ფირუზისფერი, თეთრი.

ახალი წლის სუფრა

უკეთესია თუ, 2022 წელს საახალწლო სუფრას მრგვალ ან ოვალურ მაგიდაზე გაშლით, მაგრამ თუ ასეთი არ გაქვთ, შეგიძლიათ მაგიდის ბასრი კუთხეები სუფრის ქვეშ დამალოთ. არ დაგავიწყდეთ ლამაზი სადღესასწაულო ჭურჭელი და ლურჯ ვეფხვს სუფრაზე ხორცეული და თევზეული დაახვედრეთ.

რაც შეეხება საახალწლო ჩაცმულობას, წელს უპირატესობა ბუნებრივი ქსოვილის სამოსს მიანიჭეთ. ჩაიცვით სამოსი რომელიც თქვენს ინდივიდუალურობას გაუსვამს ხაზს. 2022 წლის მთავარი ფერია ლურჯი და მისი ყველა ელფერი. ასევე ვეფხვს მოსწონს ვერცხლისფერი და ოქროსფერი ასე, რომ შეგიძლიათ თამამად მოირგოთ სხვადასხვა აქსესური თუ ამ ფერის სამოსი.

და ბოლოს მთავარი რაც უნდა გააკეთოთ - დაალაგეთ აზრები: მოიშორეთ ნეგატიური ფიქრები და პესიმისტური განწყობა. ახალი წლის დამდეგს იფიქრეთ, მხოლოდ კარგზე. წარმოიდგინეთ თქვენი ფრთაშესხმული ოცნებები, რომ ისინი აუცილებლად ახდეს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება