სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

აქვს თუ არა მასწავლებელს უფლება, მშობლებს კლასისთვის საახალწლო მოსართავები მოსთხოვოს?
20-12-2021
-
+


ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, სკოლებში სადღესასწაულო განწყობა უკვე იგრძნობა. საკლასო ოთახების გაფორმებაში, შეიძლება ითქვას, კლასები ერთმანეთს ეჯიბრებიან.

ლამაზად მორთული ნაძვის ხეები, მოხატული ფანჯრები, ფიფქები ჭერსა თუ კედლებზე და საახალწლო დეკორაციები, რომლებიც ბავშვებს თუ მასწავლებლებს სადღესასწაულო განწყობას უქმნიან, ფინანსებთანაა დაკავშირებული.

აქვს თუ არა მასწავლებელს უფლება, მშობლებს კლასის მოსართავების საყიდლად თანხის აკრეფა მოსთხოვოს?

მასწავლებლებს მშობლებისთვის ფინანსური ვალდებულებების დაკისრება ეკრძალება. არ აქვს მნიშვნელობა, პედაგოგს კლასის საახალწლო დეკორაციებისთვის სჭირდება თანხა, ცარცისთვის თუ თაბახის ფურცლებისთვის - მას, არანაირი მიზნით, კლასში ფულის აგროვების უფლება არ აქვს.

რა შემთხვევაშია დაშვებული მშობლის მიერ სკოლაში საახალწლო ნივთების მიტანა?

ყველა მოსწავლეს სურს, თავისი კლასი საახალწლოდ მორთული იყოს და ხშირად, სწორედ ბავშვები არიან სკოლაში სადღესასწაულო მოსართავების მიტანის ინიციატორები. საკლასო ოთახის გასალამაზებლად არაა აუცილებელი თანხის აკრეფა, ბავშვებს დეკორაციების დამზადება საკუთარი ხელითაც შეუძლიათ, მითუმეტეს თუ ამაში მასწავლებელი დაეხმარება.

თუ მშობელი თავად გამოიჩენს სურვილს, რომ საკლასო ოთახის მორთვაში მიიღოს მონაწილეობა და სკოლაში საახალწლო დეკორაციებს მიიტანს, ასეთ შემთხვევაში პედაგოგს არ ეკრძალება, მიიღოს ნივთები, შემდეგ კი, როცა საჭიროება აღარ იქნება, მფლობელს კვლავ უკან დაუბრუნოს. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაუშვებელია, თავად მასწავლებელმა დაავალდებულოს მშობელი სკოლაში ისეთი ნივთების მიტანაში, რომლის შესაძენადაც ფინანსებია საჭირო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება