სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სტატუსის დანამატის მიცემა არ მოგიწევთ ამ მასწავლებლებისთვის“ - პედაგოგები საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებენ
17-12-2021
-
+


დღეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პრაქტიკოსი პედაგოგების ნაწილმა  მორიგი აქცია გამართა. ისინი ითხოვენ გაუქმდეს მუხლი, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს 2022 წლის იანვრიდან შრომითი ხელშეკრულება უწყდებათ.

აქციის მონაწილეები, დაგროვებული კრედიტქულებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე ითხოვენ.

„მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა და სულშეძრულობისა ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. მშვიდად ვდგავართ ყველანი და ვაგრძელებთ მოთხოვნას რომლის არსიც არ იცვლება.

მინდა ბატონ  მინისტრს და მთავრობას, პრემიერს მივმართო, რომ ეს თქვენთვის დიდი პრობლემა არ არის, უბრალოდ განმუხტავს სიტუაციას.

დადგენილებაში, სადაც წერია, რომ პედაგოგებს 2022 წლის იანვრიდან უნდა შეუწყდეთ ხელშეკრულება - ეს მუხლი უნდა გაუქმდეს და მუშაობის უფლება გაუგრძელდეთ სასწავლო წლის ბოლომდე. შეუნარჩუნდეთ დაგროვილი კრედიტქულები, რომლებიც მანამდე ჰქონდათ დაგროვილი როგორც პრაქტიკოსებს, ისე მაძიებლებს. ეს არის ძალიან მარტივი მოთხოვნა, უფრო მეტიც, ვფიქრობ ბიუჯეტიც კი დაიზოგება, რადგან სტატუსის დანამატის მიცემა არ მოგიწევთ ამ მასწავლებლებისთვის“, - განაცხადა პედაგოგთა საკოორციდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ.

მისივე თქმით, გადაწყვიტეს, დაიწყონ სასამართლო დავა და მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა საბოლოოდ სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს ზემოაღნიშნული დადგენილება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება