სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

,,ვაჟა-ფშაველა - მწერალი-ჰუმანისტი“ - კაჭრეთის საჯარო სკოლის შთამბეჭდავი პროექტი
17-12-2021
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლალა ბაცანაძის ხელმძღვანელობით, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილეს პროექტი - ,,ვაჟა-ფშაველა - მწერალი-ჰუმანისტი“ მიუძღვნეს. 

როგორც სკოლაში აცხადებენ, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება, გამომეტყველებითი კითხვის ტექნიკის და მეტყველების კულტურის დახვეწა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ვაჟას ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს, პოეტისადმი მიძღვნილ ქართველ პოეტთა ლექსებს. მოიძიეს დიდი პოეტის შესახებ არსებული საინტერესო მოგონებები (ვახტანგ რაზიკაშვილის „მამაჩემი ვაჟა-ფშაველა, გულქან რაზიკაშვილის „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“), მოსწავლეებმა გამომეტყველებით ისწავლეს მათთვის საყვარელი ლექსები, საკუთარი ხელით დაამზადეს ვაჟას ლექსების რჩეული კრებულები, გამოაცხადეს კალიგრაფიის კონკურსი: „ვაჟას შემოქმედება ჩემი კალიგრაფიით“, გააფორმეს საიუბილეო კედლის გაზეთები.

პროექტის დამაგვირგვინებელი იყო ლიტერატურულ - მუსიკალური კომპოზიცია.

„ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინეს საგანგებო ფორმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა, რომლებიც ასახიერებდნენ: შვლის ნუკრს (მარიამ საფარაშვილი), იას (ნინო ქიტოშვილი), მთის წყაროს (ნინო ჯიქურაშვილი), ქუჩს (კესო ბაბაკიშვილი), ხმელ წიფელს (ნუცა ზირაქაშვილი).

ასევე საინტერესო იყო VI კლასელთა თვალით დანახული ვაჟას პოემის პერსონაჟები: ლელა ბაჩლელი (მარიამ თევდორაშვილი), ლუხუმი (დავით ასანიძე), სანათა (ნინო ქიტოშვილი), კვირია (მათე ორველაშვილი), ალუდა ქეთელაური, ზეზვა გაფრინდაული (თორნიკე მამისაშვილი), მინდია (ლუკა ცხვარიაშვილი).

ღონისძიებას ფონად გასდევდა ვაჟას ლექსებზე შექმნილი სიმღერები: „რამ შემქმნა ადამიანად“, „ქალო, გნახე ფეხშიშველი“, „გამოღმით მე ვარ...“, ,,დამისხი, დამალევინე!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:














კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის მათემატიკის გამოცდის ტესტი გამოქვეყნდა

მისაღები გამოცდების პირველადი შედეგები ცნობილია - NAEC ინფორმაციას მოსწავლეებისთვის ავრცელებს

კიდევ ერთი საგნის გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

სასურველ სკოლაში პირველკლასელის მისაღებად მიმართეთ დირექციას - რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისიდან იწყება

პიჯაკს, შარვალს, ქვედაბოლოს ცალ-ცალკე ფასი ექნება - მინისტრი სასკოლო ფორმის დეტალებზე

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
სკოლის ადმინისტრაცია მართა ფხაკაძეს მიღწეულ გამარჯვებას ულოცავს და უსურვებს კიდევ მრავალ წარმატებას
 
საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება