სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სპეციალისტები „მეექვსე ტალღას“ არ გამორიცხავენ - ომიკრონის“ შემთხვევაში, 20%-ით უფრო მაღალია ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის რისკი“
16-12-2021
-
+


„ომიკრონის“ შემთხვევაში საავადმყოფოში მოხვედრის და ინფიცირების რისკი პირველ რიგში, ბავშვებში იმაზე მაღალია ვიდრე ეს „დელტა“ ვარიანტის“ შემთხვევაში იყო - მის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.

„ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 20%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ეს „დელტას“ დროს იყო. თუმცა, კლინიკური მიმდინარეობა, როგორც ბავშვებში, ისევე დიდებში მსუბუქია“,-განაცხადა ჩხაიძემ.

ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში „მეექვსე ტალღაც“ დაფიქსირდეს: „ოღონდ ეს იქნება იმ შემთხვევების ტალღა, რომელსაც ადამიანები სახლში ან ამბულატორიულად გადაიტანენ, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდებათ, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი იქნება“.

ჩხაიძემ განმარტა თუ რა სიმპტომები ახასიათებს „ომიკრონს“.

„ომიკრონს“ ძირითადად 3- დღიანი ავადობა ახასიათებს, ეს არის ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავის და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას“,-განაცხადა ჩხაიძემ.

ის მიიჩნევს, რომ თუ „ომიკრონი“ საქართველოში გავრცელდება, ძალიან მალე გახდება დომინანტური.

„თუ დავუშვებთ იმას, რომ „ომიკრონი“ საქართველოში დეკემბერში შემოვიდა, იანვრის ბოლოსთვის მთლიანად ჩაანაცვლებს „დელტა“ ვარიანტს და ის გახდება დომინანტური. იქნება თუ არა შემთხვევების მატება? რა თქმა უნდა, იქნება. თუ „ომიკრონი“ დომინანტური გახდება, რისკი იმისა, რომ შემთხვევები კიდევ უფრო მაღალი იყოს, ძალიან რეალურია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შესაბამისად მივიღებთ მძიმე შემთხვევების მატებას. არის რისკი იმისა, რომ ინფიცირება მაღალი იქნება, მაგრამ მინიმალურია იმის რისკი, რომ ამან გამოიწვიოს საწოლფონდის გადატვირთვა და ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდეს შემთხვევების რაოდენობას“,-განაცხადა ჩხაიძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება