სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„მასწავლებლებს ემოციური სიმშვიდე სჭირდებათ“ - რჩევები ქართველი ასტრობლოგერისგან
22-12-2021
-
+


ჩინური კალენდრის მიხედვით, 2022 წელი წყლის ვეფხვის წელი იქნება, რომელიც 1 თებერვალს დადგება. ასტრო-ბლოგერი ანი ანთაძე etaloni.ge-სთან მომავალი წლის აქტუალურ პროფესიებზე საუბრობს და ასევე, პედაგოგებსა და მოსწავლეებს საჭირო რჩევებს აძლევს, რათა მეტად წარმატებული და დადებითი ენერგიით დატვირთული მომავალი წელი ჰქონდეთ.

როგორც ცნობილია, კაცობრიობა მერწყულის ეპოქაში გადავიდა, რაც ნიშნავს, რომ თუ მეტად გამოავლენთ საკუთარ ინდივიდუალიზმს, ნოვატორულ იდეებსა და საკუთარ უნიკალურობას, წარმატების მით მეტი შანსი იქნება.

„2022 წელი საკმაოდ აქტიური იქნება, განსაკუთრებით მათთვის ვისაც საკუთარი თავის ტრანსფორმაცია და ცხოვრებაში სიახლეები სურთ. ადამიანებს ვურჩევ, რომ ცხოვრების ახალ სტილს მაქსიმალურად მოერგონ და ძველ ცხოვრებას ახალი ცხოვრება არ შეადარონ; სამყარო მაღალი სიხშირის ვიბრაციაზე გადავიდა, რაც ნიშნავს, რომ სიახლეებისა და ცვლილებების მიმართ მეტად მიმღებლები უნდა გავხდეთ. სამყარო კიდევ უფრო გაციფრულდა და ეს ტენდენცია მომავალ წელს მეტად აქტუალური იქნება; რაც უფრო ვიწრო პროფილთან და ტექნოლოგიებთან ადაპტირებულები ვიქნებით, წარმატების მიღწევა მით მეტად შესაძლებელი იქნება.

პედაგოგებს ვურჩევ ახალ პროცესებს შეხედონ ახლებურად და ინოვაციური მეთოდოლოგიები გამოიყენონ. მათაც სჭირდებათ ციფრულ სამყაროს მოერგონ და კიდევ უფრო მეტად იყვნენ ტექნოლოგიებთან ადაპტირებულები. მოსწავლეებსა და სტუდენტებს ვეტყოდი, რომ ეს წლები მათთვის მართლაც საუკეთესო იქნება. ჩვენ გადავედით მერწყულის ეპოქაში რაც ნიშნავს - ნოვაციების, ახალი ტექნოლოგიების, განსაკუთრებით კი უცხო ენის სწავლას; თუ რაიმე უნიკალურს, ახალს მოიფიქრებთ და ახლებურად შესთავაზებთ გარშემომყოფებს, ისე რომ საკუთარი უნიკალურობა და ინდივიდუალიზმი მაქსიმალურად ჩანდეს წარმატების მით მეტი შანსია. ამიტომ, სტუდენტებს ვურჩევ ეს წლები მაქსიმალურად გამოიყენონ.

2022 წელს ვიწრო პროფილები და კონკრეტული მიმართულებები კიდევ უფრო წინა პლანზე წამოიწევს, მაგალითად, როგორიც არის - სხვადასხვა აპლიკაციების შექმნა და UX დიზაინი. მსგავსი პროფილების შესწავლა აქამდე აქტუალური არ ყოფილა და ამის ათვისება ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია. ეს საკმაოდ შემოსავლიანი, ანაზღაურებად და მოთხოვნადი პროფესიებია. ასევე, აქტუალური იქნება სხვადასხვა მოკლევადიანი მასტერკლასები, რომლებიც ადამიანს კონკრეტული მიმართულებით განვითარებაში დაეხმარება.

დადებითი ენერგიის მოზიდვაში ასევე, ნატურალური ქვების გამოყენებაც ძალიან კარგია. მოსწავლეებს და სტუდენტებს ვურჩევ ნატურალური ქვა - „ფლუორიტი“ ატარონ, რადგან ეს გონების კონცენტრაციაში, ცვლილებებთან და სიახლეებთან ადაპტირებაში დაეხმარებათ. ასევე - „ავანტურინი“ არის ერთ-ერთი საკმაოდ დადებითი ენერგეტიკის მატარებელი ქვა, რომელიც აუდიტორიასთან და გასაუბრებების წარმატებით ჩატარებაში ეხმარება. მათ, ვისაც კარიერაში სურთ წარმატებას მიაღწიოს მათთვის „ავანტურინი“ შესანიშნავი იქნება. 


მასწავლებლებს, რომელთაც ხშირად უწევთ მოსწავლეებთან თუ სტუდენტებთან ყოფნა და სჭირდებათ, რომ ემოციური მხარე მშვიდი ჰქონდეთ და ინფორმაცია ჰარმონიულად გადასცენ მათ - „აკვამარინს“ ვურჩევ. ეს ქვა მათზე ენერგეტიკული კუთხით დადებითად იმოქმედებს“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება