სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენს ქვეყანას დასაკარგი პედაგოგები არ ჰყავს“- მერი ჭიაბერაშვილი​, გიორგიწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი
15-12-2021
-
+


პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბოლო გადაწყვეტილებამ სასკოლო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასწავლებლებს, რომლებმაც საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დაადასტურეს ან ერთი კრედიტქულა მაინც ჰქონდათ დადასტურებული უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ და სისტემაში დარჩენის შესაძლებლობა ექნებათ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აზრის გასაგებად etaloni.ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.

მერი ჭიაბერაშვილი, რომელიც აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის საჯარო სკოლის დირექტორია სამინსიტროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ქვეყანას დასაკარგი პედაგოგები არ ჰყავს.

„როგორც სკოლის ხელმძღვანელს, მიმაჩნია, რომ სკოლაში მართლაც პროფესიონალი პედაგოგები უნდა იყვნენ, რომლებიც როგორც საკუთარ კომპეტენციას დაადასტურებენ, ისე საგაკვეთილო პროცესში ინოვაციური მიდგომებით იქნებიან გამორჩეულნი. დღესდღეობით, მართალია ერთეული შემთხვევებია, მაგრამ არიან ისეთები, რომლებმაც არაერთი შესაძლებლობის მიუხედავად მაინც ვერ დაადასტურეს კომპეტენცია, მაგრამ ვფიქრობ, ასეთები მაინც ღირებული პედაგოგები არიან. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი არ აქვთ, სკოლიდან მათი გაშვება დიდი დანაკლისი იქნება; სხვადასხვა მიზეზები არსებობს, რის გამოც ვერ შეძლეს კომპეტენციის დადასტურება და გამომდინარე აქედან, სამინისტრომ მოგვცა შესაძლებლობა შევინარჩუნოთ კადრი. პირადად ჩემს სკოლაში უკვე 2 წელია რაც მასწავლებლები სერტიფიცირებულები არიან. მე მაინც მჯერა, რომ ალბათ ყველა სკოლას აქვს შესაძლებლობა, რომ ამ მასწავლებლებს ხელი შეუწყოს და შეინარჩუნოს კადრი. პირადად მე სამინისტროს ამ ძალიან კარგ გადაწყვეტილებას მივესალმები, ჩვენს ქვეყანას დასაკარგი პედაგოგები არ ჰყავს“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება