სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა შემთხვევაში მიიღებთ მენტორის სტატუსს? - აქტივობების ჩამონათვალი, რომელიც ზედმიწევნით უნდა შესრულდეს
18-12-2021
-
+


მენტორი - მასწავლებლის პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემაში უმაღლესი საფეხურია. მის მოსაპოვებლად პედაგოგებს დიდი შრომა უწევდათ, ახლა კი სტატუსამდე მისასვლელი საფეხურები უფრო გართულებულია.

მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად, პირველ რიგში, აუცილებელია 2022 წელს დაგეგმილი, სტატუსის ასამაღლებელი გამოცდის ჩაბარება. საგამოცდო პროგრამა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია, რომ საგამოცდო ტესტი პედაგოგის უნარ-ჩვევებს შეამოწმებს. გარდა ამისა, უმაღლესი სტატუსის მისაღებად აუცილებელია, მასწავლებელს საგნის გამოცდა არანაკლებ 50%-ანი შედეგით ჰქონდეს ჩაბარებული ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანმა მასწავლებელმა საგნის კომპეტენცია განმეორებით უნდა ჩააბაროს და შედეგი გაიუმჯობესოს.

პედაგოგებს პროფესიული უნარების გამოცდაზე მიღებული შედეგი შეუნარჩუნდებათ 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მათ უფლება აქვს მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიარონ კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი.

პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაში იგულისხმება:

  • გარე დაკვირვება და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული გაკვეთილის შემდგომი რეფლექსია.
  • სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება და პორტფოლიოს შეფასება.

სასკოლო საზოგადოებასთან გასაუბრება და პორტფოლიოს შეფასება მასწავლებლებში ბევრ კითხვას აჩენს, რა იგულისხმება კონკრეტულად ამ პუნქტში?

მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. აუცილებელია, რომ დოკუმენტები განთავსებული იყოს ელექტრონულ პორტფოლიოში.

პედაგოგის პრაქტიკული საქმიანობის ნაწილს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შეაფასებს.

მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლები პრაქტიკულ ნაწილში ასევე შეფასდებიან იმის მიხედვითაც, თუ რამდენად ზედმიწევნით ასრულებენ ვალდებულებებს.

მასწავლებლის პროფესიული ვალდებულებებია:

  • სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენა;
  • საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება);
  • თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და საგნობრივი სასწავლო გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა;
  • ყოველი სემესტრის/სასწავლო წლის ბოლოს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების/სტრატეგიების შედეგების განხილვა, რის შედეგადაც დირექტორისგან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფისგან იღებს განმავითარებელ უკუკავშირს;
  • ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინგკურსის/კურსების გავლა:
  • უფროსი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 20 საკონტაქტო საათი;
  • წამყვანი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 12 საკონტაქტო საათი;
  • მენტორი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 6 საკონტაქტო საათი;
  • ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, პროფესიული განვითარების სხვა აქტივობის/აქტივობების განხორციელება;
  • კოლეგებთან თანამშრომლობა სასკოლო კულტურის განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისას ეთიკური ნორმების დაცვა. 

სკოლის დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი უფროსი მასწავლებელის შემთხვევაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დააკვირდება 3 და მეტ გაკვეთილს, წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში – არანაკლებ 2 გაკვეთილს, მენტორი მასწავლებლის შემთხვევაში კი – არანაკლებ 1 გაკვეთილს.

მასწავლებლის უმაღლესი სტატუსის მოსაპოვებლად გზა არც თუ ისე მარტივია, თუმცა მოტივირებულ პედაგოგებს ცოდნა და შრომა ნამდვილად დაუფასდებათ. სტატუსის ამაღლების შემდეგ პედაგოგი, რა თქმა უნდა, გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. მენტორის სტატუსის დანამატი 1250 ლარია, 2022 წლის იანვრიდან კი კიდევ 100 ლარით გაიზრდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება