TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედაეწერის საჯარო სკოლაში მოსწავლის, ნუკრი ფირცხელავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური ღონისძიება გაიმართა
15-12-2021
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლაში მოსწავლის ნუკრი ფირცხელავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნებში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა. 

„გაიმართა ჩვენი მოსწავლის ნუკრი ფირცხელავასადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც სიმბოლურად იმართებოდა ყოველწლიურად მის დაბადების დღეზე,თუმცა არ ჩატარებულა შარშან კოვიდპანდემიის გამო, წელს კი ძალიან მცირე მასშტაბით მოვახერხეთ ჩატარება. გაიმართა ბრეინ-რინგი საბუნებისმეტყველო საგნებში, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ აფხაზეთის მეთხუთმეტე საჯარო სკოლის გუნდი „ედელვაისი“ და მასპინძელი ზედაეწერის საჯარო სკოლის გუნდი „ნიკე“. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ყოველთვის ესწრება ნუკრის მამა.

გუნდებმა ღირსეული კონკურენცია გაუწიეს ერთმანეთს. გაიმარჯვა სტუმართა გუნდმა და დაჯილდოვდა მთავარი პრიზით. თუმცა თითოეულ მონაწილეს, ორივე გუნდიდან სკოლის ხელმძღვანელობამ გადასცა მადლობის სიგელი. დასკვნით ეტაპზე სიტყვით გამოვიდნენ ჟიურის წევრები და დირექტორი, რომლებმაც თბილად გაიხსენეს მართლაც რომ ყოველმხრივ გამორჩეული მოსწავლე და თანადგომა გამოუცხადეს ოჯახს. მამამ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და მთლიანად პედკოლექტივს. ნუკრის ხსოვნა მარადიულია ჩვენს სკოლაში, გონებაში და გულში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება