TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობით აღინიშნა
14-12-2021
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები თუ აქტივობები ხშირად იმართება.

სკოლაში ამჯერად ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობით აღინიშნა.

„10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღეს 1948 წელს, გაერომ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.​ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეს დღე სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარ სპეციალსტ თამთა ალანიასთან ერთად აღნიშნეს (ხელმძღვანელი - სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მაია არახამია). შეხვედრას ესწრებოდნენ: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მშობლები. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ქალბატონმა თამთამ წარმოადგინა მნიშვნელოვანი პრეზენტაცია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. მოსწავლეებმა გაათვითცნობიერეს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი საყრდენი ადამიანია და მისი უფლებების დაცვა თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაპოვარია. დამსწრე საზოგადოებამ, თამთა ალანიასგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ყველაზე აქტუალურ თემებზე.უღრმესი მადლობა საინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება