სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ვურჩევ აბიტურიენტებს“  -  სოფიო გორგოძე 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელებს მიმართავს 
13-12-2021
-
+


რა სიახლეებია დაგეგმილი 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, როგორ უნდა მოემზადონ აბიტურიენტები და რას მიაქციონ ყურადღება რეგისტრაციის დროს? - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  წარმომადგენლებმა ონლაინშეხვედრაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათ ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ. ცენტრმა პირველი საინფორმაციო შეხვედრა გურიის რეგიონის  სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით გამართა.

აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მიზნით  ღია კარის  დღეები  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის გაიმართება.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მუდმივად ცდილობს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს აბიტურიენტებსა და სხვა გამოცდების მონაწილეებს. პანდემიიდან გამომდინარე, შეხვედრები წინა წლის მსგავსად ელექტრონულად გაიმართება. ჩვენი მიზანია, რომ ყველა სკოლას, ყველა აბიტურიენტს მივაწვდინოთ ხმა, ამიტომ საინფორმაციო შეხვედრები ყველა რეგიონის მეთორმეტეკლასელისათვის ჩატარდება. ვურჩევ აბიტურიენტებს დაესწრონ საინფორმაციო შეხვედრებს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ მიიღონ  ზუსტი და კვალიფიციური ინფორმაცია გამოცდების შესახებ. საგნობრივი ჯგუფის წევრები თითოეულ საგანთან დაკავშირებით მათ კონკრეტულ კითხვებსაც პასუხობენ“, - სოფიო გორგოძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

საინფორმაციო შეხვედრები  სხვა გამოცდების მონაწილეებისთვისაც გაიმართება.  ხოლო მოსწავლეები ონლაინ ღია კარის დღეებზე დასასწრებად რეგიონების მიხედვით განაწილდებიან. კონკრეტული თარიღის შესახებ  დეტალური ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე  www.naec.ge გამოქვეყნდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება