| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა კარიერული და პროფესიული წინსვლის სქემაში ცვლილება შედის. პრაქტიკოს მასწავლებლებს სკოლიდან აღარ გაუშვებენ და უფროსის სტატუსს მიანიჭებენ.
უფროსის სტატუსი მიენიჭება პრაქტიკოს პედაგოგს:
მინისტრის გადაწყვეტილებამ ძალიან გაახარა პრაქტიკოსი პედაგოგები და მათი კოლეგები, თუმცა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლების უმრავლესობამ გააპროტესტა გათანაბრება იმ პედაგოგებთან, ვინც კომპეტენცია ვერ დაადასტურა.
ვინ დაზარალდა მინისტრის გადაწყვეტილებით?
პირველი დაზარალებულები, ვინც გვახსენდება, საპენსიო ჯილდოთი წასული მასწავლებლები არიან. ორი წლის წინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პრაქტიკოს პენსიონერ პედაგოგებს არჩევანი შესთავაზა - ან ჩაებარებინათ გამოცდები და შეესრულებინათ სტატუსის მოსაპოვებელი ყველა აუცილებელი აქტივობა, ან - სკოლიდან წასულიყვნენ, თუმცა სკოლიდან გაშვება რომ უხეშად არ გამოჩენილიყო, ფულადი ჯილდო დაწესდა. მაშინ მასწავლებლის პროფესიიდან 8 870 პედაგოგი გავიდა. როგორც ითქვა, რეფორმის მიზანი სკოლებში ახალგაზრდა, მონდომებული ადამიანების დასაქმება იყო და ამავდროულად, პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგების ღირსეული გაცილება. ზუსტად ორი წლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ სამინისტრომ 9000-მდე პედაგოგს სატყუარა შესთავაზა, პროფესიიდან გაუშვა, ორი წლის შემდეგ კი სტატუსი აჩუქა ყველას, ვისაც გამოცდა მინიმუმ ერთ კრედიტზე ჰქონდა ჩაბარებული.
უსამართლობაზე, etaloni.ge -სთან იმ პედაგაგოგებმა ისაუბრეს, რომლებმაც სკოლა ორი წლის წინ დატოვეს:
„რა მიზანს ემსახურებოდა 2 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, დღევანდელი გადმოსახედიდან რთული მისახვედრია. იმ პედაგოგების უმეტესობა, რომელიც სკოლიდან წავიდა ჯილდოს სანაცვლოდ სულაც არ იყო ბედნიერი, მათ უბრალოდ სხვა გზა არ დაუტოვეს, რადაგან მოსწავლეებზე ფიქრის მაგივრად, ხელოვნურ აქტივობებზე იყვნენ გადართულები რაც მარტივი ნამდვილად არ იყო. ბევრი ჩვენგანი დაღალა გაუთავებელმა გაურკვეველმა მოთხოვნებმა და სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თორემ ბავშვებთან განშორება 2 წლის ანაზღაურებად ნამდვილად არ გვიღირდა“.
„დღეს, როდესაც უფროსები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ, პრაქტიკოსები როგორ გაგვითანაბრესო, რეალურად დაზარალებულები სწორედ საპენსიო ჯილდოთი წასული მასწავლებლები არიან, რომელთა შორისაც ალბათ ძალიან ბევრი იყო „ერთკრედიტიანი“, ვინც ახლა სტატუსს მიიღებდა“
იხილეთ ასევე: განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსებს უფროსის სტატუსი მიანიჭა და სკოლაში დატოვა - ცვლილება სქემაში
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას