სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე გაიხსნა
07-12-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში შოთა ასათიანის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე - „ლოგოსი“, საზეიმოდ გაიხსნა. 

აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სასკოლო საზოგადოების გარდა, მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

სივრცე კეთილმოეწყო და ტექნიკურად აღიჭურვა იმ თანხებით, რომელიც სასკოლო პროექტმა წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

ღონისძიება ქეთევან სვანიძემ და მანანა ჯავახაძემ მოამზადეს. მის მუსიკალურ გაფორმაბაზე კი ხათუნა იობაშვილმა იზრუნა.

„სკოლაში საზეიმოდ გაიხსნა შოთა ასათიანის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე - „ლოგოსი“.
სკოლას უამრავი სტუმარი ეწვია, მათ შორის წყალტუბოს მერიის მუნიციპალიტეტის აპარატის წარმომადგენლები, საკრებულოს წარმომადგენლები: ქალბატონი ხათუნა მაღლაკელიძე, ბატონი ბადრი პაპავა, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი: ბატონი მამუკა ჩხეტიანი, შოთიკო ასათიანის დედა ქალბატონი მარინა მიშვიძე და მამა, ბატონი ამირან ასათიანი, სხვადასხვა სკოლის დირექტორები, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, უამრავი მეგობარი და ჩვენი საყვარელი მშობლები.
შოთა ასათიანის მშობლებმა გახსნეს მემორიალური დაფა, რომელიც  გვაუწყებს, რომ კულტურულ - საგანმანათლებლო სივრცეს ეწოდა სკოლის ყოფილი დირექტორის შოთა ასათიანის სახელი.
საზეიმო ღონისძიებაზე სკოლის დირექტორის მ/შ მაია ნუცუბიძე-ქობულიამ ისაუბრა ბოლო სამი წლის განმავლობაში სკოლის აღმშენებლობაზე, ახალ ტრადიციებზე, მიღწევებზე. მან შეახსენა დამსწრე საზოგადოებას, რომ  კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე, კეთილმოეწყო და ტექნიკურად აღიჭურვა იმ თანხებით, რომელიც მოიპოვა სასკოლო პროექტმა, წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად.
ქალბატონმა მაიამ ასევე დიდი მადლიერებით ისაუბრა წყალტუბოს მერიის მუნიციპალიტეტის და რესურცენტრის მუდმივ დახმარებაზე სკოლის მიმართ, მადლობა გადაუხადა სკოლის კურსდამთავრებულებს: იური იაზიკოვს, დემურ კირთაძეს და ანდრეი იაზიკოვს, ქველმოქმედებისთვის, სკოლის ყოფილ დირექტორს ნანა მირიანაშვილს მუდმივი სითბოსა და ყურადღებისთვის, ასევე სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მასწავლებლებს და მშობლებს.
ღონისძიებაზე საზეიმოდ გადაეცათ წამყვანი მასწავლებლების სერტიფიკატები სკოლის მასწავლებლებს: ხათუნა ქუთათელაძეს, ქეთევან სვანიძეს, მაია კაკაბაძეს და ციცინო დადუნაშვილს.
სკოლის წინაშე დიდი ღვაწლისთვის ასევე სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა მასწავლებლები: რუსუდან ლობჟანიძე, მანანა ჯავახაძე და მარინა გურეშიძე, ხოლო ტექნიკური პერსონალიდან: ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი: ალექსანდრე ბურჯანაძე, სკოლის ექიმი თამარ თუთბერიძე, სკოლის ბუღალტერი დარეჯან ბენიძე.
მოწვეული სტუმრები აღფრთოვანებული დარჩნენ ჩვენი მოსწავლეების შემოქმედებით, მათი ორატორული და მუსიკალური ნიჭით.
ღონისძიება მოამზადა ქეთევან სვანიძემ და მანანა ჯავახაძემ. მუსიკალურად გააფორმა ხათუნა იობაშვილმა.
უმრავლოს ასეთი ლამაზი დღეები და გამარჯვებები მე-4 საჯარო სკოლას“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საზაფხულო ბაღებში ის ბავშვებიც ივლიან, ვინც წელს სკოლაში შედის - განმარტებები

მასწავლებლების ფინანსური მხარდაჭერა და სასწავლო რესურსები... - კიდევ რას ითვალისწინებს ახალი დოკუმენტი

სკოლის დირექტორების საყურადღებოდ - დარღვევების ოქმებთან დაკავშირებით emis-ის ინსტრუქცია

თუ ეროვნულებზე მათემატიკას ან გეოგრაფიას აბარებთ ეს ინფორმაცია უნდა იცოდეთ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-12 კლასელებს ცხორვების ახალი ეტაპის დაწყება მთელმა სკოლამ მიულოცა

ღონისძიებას პედაგოგი ხატია ძაგანია ხელმძღვანელობდა

მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გატარეს, მათ სასკოლო ცხოვრებას კი კიდევ ერთი შთამბეწდავი დღე შეემატა

მე-10 კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გამართეს

პროექტის ფარგლებში, ალათუმანის საჯარო სკოლა ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლას სტუმრობდ

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება