TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„განათლება ძველად და ახლა“ - წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
06-12-2021
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

მე-4ბ კლასის ხელმძღვანელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა , თეონა ფიფიამ - „მე და საზოგადოებაში“ მოსწავლეებს შესთავაზა კომპლექსური დავალება, რომელიც მოიცავდა თემას - „განათლება ძველად და ახლა“.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

„გაკვეთილის მიზანი იყო: სწავლა/სწავლება/განათლება ძველად და ახლა; როგორ ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება (გადაცემა) ძველად და ახლა; განათლების მნიშვნელობა მომავალი ცხოვრებისთვის. გაკვეთილზე  მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად ენახათ ის საკლასო ნივთები, უნიფორმები, ჟურნალ-გაზეთები, სახელმძღვანელოები, აქსესუარები, რასაც იყენებდნენ ძველად სკოლაში და თანამედროვე ცხოვრების და საგანმანათლებლო საზოგადოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, ერთმანეთს შეადარეს ძველი და ახალი სკოლა (ვენის დიაგრამა) შეასრულეს ძველი ქართული და ინგლისური სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, რომლებიც დღესაც აქტუალურია.. მოსწავლეები იღებდნენ ინფორმაციას თანამედროვე განათლების, სწავლების, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის, მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულების, შეფასების, სხვადასხვა ღონისძიების შესახებ; გაკვეთილს ესწრებოდნენ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები, რომლებიც იხსენებდნენ სკოლის პერიოდს, მათ დამოკიდებულებას  მასწავლებლების და ზოგადად განათლების მიღების მიმართ.. მოსწავლეები სვამდნენ მათთვის საინტერესო კითხვებს: რა მოსწონდათ? რას შეცვლიდნენ? რას დააბრუნებდნენ ძველი განათლების სისტემიდან. გაკვეთილმა ძალზედ შთამბეჭდავად ჩაიარა, მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრებით მეტი სიხალისე და პოზიტიური განწყობა შექმნეს, მასწავლებელმა შეაჯამა კომპლექსური დავალებით წარმოდგენილი თემა და აღნიშნა დროის ცვლილებასთან ერთად შეცვლილი სასწავლო გარემო, ცოდნის მიღების შესაძლებლობა გამარტივდა, თუმცა დრო არ ცვლის სიბრძნეს: „სწავლა- სინათლეა, უსწავლელობა-სიბნელე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება