TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N62 სკოლის დირექტორმა, წამყვანმა მასწავლებელმა ელენე შაბურიშვილმა ​მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა
06-12-2021
-
+


ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის დირექტორმა, ელენე შაბურიშვილმა მე-10 კლასის მოსწავლეებს მეტად საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა, რაშიც ბავშვები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ დირექტორი ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელია.

„პროტესტი ძალადობაზე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის, ელენე შაბურიშვილის, მიერ მე-10 კლასის მოსწავლეებისადმი შეთავაზებულ კომპლექსურ დავალებაში აისახა. მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს იაკობ ხუცესის ნაწარმოები - „შუშანიკის წამება“. მათ გაიაზრეს ჟანრობრივი მახასიათებლები, ეპოქალური პრობლემები, პიროვნული მისწრაფებები, ფსიქოლოგიური წახნაგები, ქრისტიანული საზრისები, კომპოზიციური ელემენტები და დასკვნით ეტაპზე შეასრულეს კომპლექსური დავალება. მოსწავლეებმა სხვადასხვა ფორმატში შექმნეს წერილები, ჩაწერეს ინტერვიუ მთავარ ბრალდებულთან, ვარსქენთან. მათ წარმატებით გაართვეს თავი პერსონაჟთა ფსიქოლოგიური პორტრეტების წარმოჩენას ეპოქის გათვალისწინებით, დაგმეს ძალადობა, ღალატი, პატივმოყვარეობა.... ვარსქენს არგუმენტირებულად წარუდგინეს ბრალი და სწორი გზა უჩვენეს, რაც აღიარებას, სინანულს მოიცავს. პრეზენტაციაზე წარდგენილი ნამუშევრები ორიგინალური, საინტერესო, მრავალმხრივი აღმოჩნდა. ჩვენი სკოლა ამაყობს წარმატებული მოსწავლეებითა და პროფესიონალი მასწავლებლებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„სიხარული, ღიმილი და ბავშვური ემოციები – სწორედ ასეთი დღეები გვილამაზებს ბავშვობას!“
 
პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას
 

პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში

ეს დღე ბავშვებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება