TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი სკოლის თანამშრომელთა 83% აცრილია“- დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოჩიკაშვილი
06-12-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოჩიკაშვილი საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?

- ამ ეტაპისთვის  დასწრებითი ფორმატით მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. რამდენიმე მოსწავლე დარეგისტრირებულია დისტანციურად. მოსწავლეთა განწყობა კარგია, მშობელთა ნაწილს აქვს შიშის სინდრომი, თუმცა სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი მოსწავლეთა უსაფრთხოებისათვის.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?

- არის აზრთა სხვადასხვაობა, როგორც მასწავლებელთა, ასევე მშობელთა მხრიდან. პირადად მე მომწონს. მასწავლებელთა და მოსწავლეთა უმეტესობასაც  მოსწონს კომპლექსური დავალებები, ადვილად ართმევენ თავს კომპლექსური დავალებების შესრულებას.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?

- როგორც ახალი სკოლის მოდელი მეორე წელია ჩართულნი ვართ პროექტებში. ამ წელს პრიორიტეტი მივანიჭეთ პროექტს: კულტურული მემკვიდრეობის დაცვას სახელწოდებით - „ქვათა ღაღადი“, სადაც ჩართულნი არიან მასწავლებლები, კლასის დამრიგებლები და მე-7 და მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით. ეკოკლუბი მუშაობს გარემოს დაცვის მიმართულებით. მე-9, მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ და ჩართულნი არიან საქართველო-ნატოსა და ევროკავშირის მიმდინარე ურთიერთობებისა და სამომავლო პერსპექტივების ტრენინგებსა და პროექტში. გასულ წელს, როგორც მასწავლებელი, ასევე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. იმედი გვაქვს, რომ წელსაც აქტიურები იქნებიან.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე.  რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?

- ჩვენმა სკოლამ ყველა პირობა შეუქმნა მოსწავლეებს, რომ გაკვეთილები საკლასო ოთახებში ჩატარებულიყო, ასევე დისტანციური სწავლებაც. ყოველივე ამან ხელი შეუწყო სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვას. არც მასწავლებლებს და არც მშობლებს არ აქვთ სურვილი სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?

- ჩვენი სკოლის თანამშრომელთა 83% აცრილია. მშობელთა ნაწილი აცრილია, თუმცა პროცენტულად დაბალია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

„ჩუმად, ხეს ფოთოლი წყდება...“ - ასე ჩუმად, ლამაზად და სიყვარულით დაიბადა კიდევ ერთი დაუვიწყარი შემოქმედებითი დღე“

სკოლაში მოსწავლეებმა საოცარი საშემოდგომო განწყობა დაატრიალეს

I, II, III და IV კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლაში შემოდგომის ზღაპარი გაცოცხლდა
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება