სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„დღეს ახალმთვარეობაა, ღრმად ჩაისუნთქეთ“... რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა - მიხეილ ცაგარელის რჩევები
04-12-2021
-
+


დღეს მზის დაბნელებაა, ასევე ახალმთვარეობა და ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას აძლევს სოციალური ქსელის საშუალებით, რომელთაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, დღეს, 4 დეკემბერს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა! ამით მთავრდება ის დაბნელების დერეფანი, რომელიც 19 ნოემბერს სავსემთვარეობითა და მთვარის დაბნელებით დაიწყო. დღეს კი მთვარდება ეს დაბნელების დერეფანი, ვინ როგორ გავიარეთ ეს 18 თვის მანძილზე გამომჟღავნდება ჩვენს ცხოვრებაში… ამიტომ ძალიან ფრთხილად, მშვიდად უნდა გავიაროთ ეს დღე. მხოლოდ გარეგნული სიმშვიდე არ იგულისხმება, ეს უნდა იყოს შინაგანი სიმშვიდე, გააკეთეთ ღრმა ჩასუნთქვა ამოსუნთქვა რამდენჯერმე. მშვიდად, ნელა, ღრმა ჩასუნთქვაზე შემოუშვით დიდი სიმშვიდე თქვენს გონებაში, ფიქრებში ხოლო ამოსუნთქვაზე გაუშვით ყველა დარდი, წყენა, ტკივილი ფიქრი და პრობლემები. ეს რამდენჯერმე გააკეთეთ, რამდენჯერაც გესიამოვნებათ, და ყოველ გამეორებაზე უფრო გააღრმავეთ სუნთქვები. თქვენ იგრძნობთ, უფრო მეტი ჰაერით გაივსება ფილტვები და მეტ დარდს გამოდევნის ამოსუნთქვის დროს…

დღეს მაქსიმალურად მოერიდეთ მზეს… ფარდებიც შეგიძლიათ მზის დამცავი გამოიყენოთ ამისათვის.. ძალიან კარგია, დაჯდეთ მშვიდად, კომფორტულად და ფურცელზე დაწეროთ სურვილები, რომლებიც გინდათ რეალიზდეს თქვენს ცხოვრებაში, ასევე ის საქმეები ჩამოწერეთ, რომლის განხორციელებაც დიდ სიმსუბუქეს და ხალისს მოგანიჭებთ… სურვილების წერის დროს ხანდახან შეჩერდით, თვალები დახუჭეთ, გაიღიმეთ და შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ ესა თუ ის საქმე ან სურვილი, რაც დაწერეთ, რომ გაკეთდა და რამხელა სიხარულსა და შვებას იგრძნობთ, განიცადეთ ის სიხარული ახლა… შემდეგ ისევ განაგრძეთ წერა. ეს ფურცელი შეინახეთ და პერიოდულად გადაიკითხეთ ხოლმე… დღეს ეცადეთ, ნუ წამოიწყებთ ახალ და მნიშვნელოვან საქმეს. გათავისუფლდით ზედმეტი ფიქრებისგან… ასევე ძველმანები და ზედმეტი „ხლამები“ მოიშორეთ, სამუდამოდ გათავისუფლდით რაც კი დღემდე ვერ მოიშორეთ სხვადასხვა მიზეზთა გამო…

ნუ მიეძალებით რთულ და მძიმე საკვებს, ხორცეულს… ალკოჰოლს… დღეს კარგი იქნება, თუ საერთოდ მოერიდებით საკვებს ან მინიმუმამდე დაიყვანთ… და ასე, მსუბუქად გადააგორებთ ამ დღეს… გაუგზავნეთ სამყაროს უდიდესი სიყვარული და გულწრფელი მადლიერებით ყველას უსურვეთ სიკეთე, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, სიყვარული, და შეიგრძენით, როგორ აივსეთ თქვენც ამ სიყვარულით…გაუღიმეთ თქვენს საკუთარ ცხოვრებას და თქვენს „მე“-ს, თქვენს პიროვნებას, აპატიეთ ყველაფერი თქვენს თავს, რომ ვერ გაიმეტეთ ბევრი სიკეთეები საკუთარი თავისთვის დღემდე…აპატიეთ ყველას ყველაფერი…მიუტევეთ და გაუშვით… დაიწყეთ ახალი ცხოვრება ახალი ფურცლიდან, რომელსაც მიუძღვნით თქვენს საკუთარ „მე“-ს…სიკეთეს გისურვებთ, მადლიერებით და პატივისცემით, საუკეთესო სურვილებით“…


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება