სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემიას“ იმერეთმა უმასპინძლა
03-12-2021
-
+


განათლებასა და განათლებულ მომავალ თაობებზე დგას ძლიერი სახელმწიფო, თავის მხრივ კი „ეტალონი“, პროექტის სულისჩამდგმელით დაწყებული, გუნდის თითოეული წევრით დასრულებული, თითქმის ორი ათეული წელია, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატითა და სხვა არაერთი საინტერესო პროექტით ხელს უწყობს წიგნიერების დონის ამაღლებას. ფაქტია - მყარი საძირკვლის გარეშე დიადი მიზნების მიღწევა წარმოუდგენელია.

სწორედ ამიტომ, მომავალ პირველკლასელთათვის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით, შეიქმნა სახელმძღვანელო - „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც მშობლებსაც და ბავშვებსაც დაეხმარება, ერთად მოემზადონ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპისთვის, რასაც სკოლაში შესვლა ჰქვია. „პირველკლასელთა აკადემიის“ დამსახურებით, პატარები სასკოლო ცხოვრებისთვის უკვე მომზადებულები, ამაყად შეაღებენ საგანმანათლებლო დაწესებულების კარს.

ფაქტია - „პირველკლასელთა აკადემიამ“ გამოცემისთანავე მოიპოვა პატარა მკითხველის სიყვარული, უფროსებიც კი დიდი ინტერესით ეცნობიან წიგნი+რვეულის ჯადოსნურ სამყაროს და რაც მთავარია, ნელ-ნელა მთელი საქართველოს მასშტაბით, წინასასკოლო პერიოდი ბავშვებისთვის უფრო სახალისო, უფრო საინტერესო და ბევრად შემეცნებითი ხდება.

სასიხარულოა, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუსტად ხვდებიან, რა სჭირდებათ მომავალ თაობებს - ესაა ხარისხიანი განათლება და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ „პირველკლასელთა აკადემიის“ მიმართ.

ამჯერად, წიგნის ავტორი და „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელი, გოჩა ტყეშელაშვილი, იმერეთის რეგიონს ესტუმრა - საინტერესო, სახალისო და მომავალი წარმატების საწინდარი სახელმძღვანელო ადგილობრივ პატარებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ; ამიტომ ბატონი გოჩა ზესტაფონის მერს - ვასილ გველესიანს, ბაღდათის მერს - კახა ენუქიძესა და სამტრედიის მერს - დავით ბახტაძეს, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომდგენლებს შეხვდა.

ეს იყო მეგობრული, საქმიანი და რაც მთავარია, გაცნობითი ვიზიტი, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა სამომავლო თანამშრომლობას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება