სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აკრძალვა სკოლებთან, უმაღლესებთან, პროფესიულებსა და ბაღებთანაა დაკავშირებული
30-11-2021
-
+


საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებთან თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება. ამასთან, თამბაქოსთან დაკავშირებულ აკრძალვებთან დაკავშირებით ახალი სახის ფულადი ჯარიმების შემოღება იგეგმება.

„ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედინება.

კერძოდ, თამბაქოს რეალიზაცია ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში გამოიწვევს ჯარიმის დაკისრებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენა - 1000 ლარიან ჯარიმას. (მოქმედი კანონით, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გასაზღვრულია 200 ლარის ოდენობით).

წესდება 1 000 ლარიანი ჯარიმა ფართის დათმობაზე ისეთი ღონისძიებისათვის, როგორიცაა პირდაპირი პერსონალური კომუნიკაცია, ქსელური მარკეტინგი, საპოპულარიზაციო მასალის, მათ შორის, საინფორმაციო მასალის გადაცემა, რომელიც თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაციას ახდენს. ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

წესდება ჯარიმა თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაციისთვის მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის ინტერნეტით) 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის - 10 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტი ასევე ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ბრენდის გაფართოებისთვის, აგრეთვე სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი აღნიშვნების, სურათების, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსებისთვის, ასევე ამ საგნების იმგვარი დიზაინისთვის, რომელმაც შესაძლოა მომხმარებლის ყურადღება მიიქციოს ან მოახდინოს ასოცირება მასში განთავსებული პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლისადმი. ჯარიმის ოდენობა განსაზღვრულია 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის - 10 000 ლარის ოდენობით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება