სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კარტიკამის საჯარო სკოლა, პანდემიის მიუხედავად, გამოწვევებს არ უშინდება და წარმატებებს აღწევს
26-11-2021
-
+


კარტიკამის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი პირდაპირ ფორმატში მიმდინარეობს. სკოლის ადმინისტრაცია დიდი ყურადღებით, სიფრთხილით, ეკიდება და იცავს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, ასევე მკაცრად კონტროლდება გარეშე პირთა შემოსვლა სკოლის ტერიტორიაზე, სისტემატურად ხდება მოსწავლეთა გაცდენების აღრიცხვა და მიზეზების კვლევა. შედეგიც სახეზეა - აგერ უკვე ორი წელია, სკოლაში ვირუსის არცერთი შემთხვევა  არ დაფიქსირებულა და სკოლა ამის გამო არ გადასულა დისტანციურ სწავლებაზე.

რთული ეპიდემიური ვითარების მიუხედავად, სკოლა მუდმივად ახერხებს წარმატებების მიღწევას.  სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ოლიმპიადებსა და კონკურსებში, სკოლას ჰყავს ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, 30 კურსდამთავრებული სწავლას განაგრძობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. სულ მალე, რამდენიმე წელში სოფელს 5 პედაგოგი, 6 იურისტი, 8 ეკონომისტი, 6 ექიმი, 3 პროგრამისტი, 2 სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული ეყოლება.

ეს უდიდესი არმიაა, რომელიც აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს, როგორც პირად, ასევე სოფლისა და რაიონის განვითარების საქმეში. რამდენიმე მათგანი უკვე დაბრუნდა რაიონში და   წარმატებით დაიწყო მუშაობა სხვადასხვა სტრუქტურაში: საჯარო რეესტრში, ბანკში,  სკოლაში და სხვა. 
 
სკოლა სისტემატიურად ზრუნავს სკოლის მასწავლებელთა პროფესიულ და კარიერულ წინსვლაზეც. სკოლაში სულ 40 მასწავლებელია, მათგან ერთი წამყვანი, 7 უფროსი და სულ მალე კიდევ 7 მასწავლებელი შეუერთდება ამ რიგებს. მათ წარმატებით ჩააბარეს საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა, დაძლიეს ქართული ენის მომზადების კურსები ა1, ა2, ა2+ (დარგობრივი მოდული პედაგოგებისატვის), ბ1,  ასევე წარმატებით დაასრულეს გრძელვადიანი ტრენინგი არაქართულენოვანი სკოლის პედაგოგებისათვის.
 
სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და სისტემატიურად ვითარდება, გამოწვევები დიდია, იღებს ამ გამოწვევებს, არ უშინდება სიძნელეებს და უფრო დიდი წარმატების იმედი აქვს. 

კარტიკამი ეს არის ულამაზესი, მყუდრო სოფელი სამცხე- ჯავახეთში, რომელიც გამოირჩევა  თავისი ბუნებითა და ადგილმდებარეობით, აბულის მთის ძირას, ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე ჩიტის ბუდესავით გამოკიდული, თავისი ტრადიციებით, შრომისმოყვარეობით და კულტურით. სოფელში მილენიუმის პროგრამით გარემონტებული სკოლაა, სადაც 240 მოსწავლის აღზრდას 40 მასწავლებელი ემსახურება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება