სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვედა საზანოს N1 სკოლის მოსწავლეებს არქეოლოგი ზესტაფონის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შესახებ ესაუბრა
19-11-2021
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი არქეოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე ზესტაფონის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შესახებ ესაუბრა. 

შეხვედრა ონლაინ გაიმართა. მოსწავლეები აღნიშნული საკითხით ძალიან დაინტერესდნენ და შეხვედრის მიმდინარეობაშ აქტიურობდნენ. 

მათ ყველა შეიკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს. 

სკოლა ვახტანგ ჯაფარიძეს მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს.

„სასკოლო პროექტის - „რა განძი გვქონია“, ფარგლებში სკოლაში შედგა ონლაინშეხვედრა სკოლის მოსწავლეებსა და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ, არქეოლოგ ვახტან ჯაფარიძესთან. 
წლების წინ სწორედ მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ზესტაფონის ტერიტორიაზე შორაპნის ციხესა და ქვედა საზანოში (კვინწიხის გორაზე) არქეოლოგიური გათხრები. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა და მასწავლებელთა დიდი ნაწილი ამ ძეგლებსაც იცნობდა და არქეოლოგიური გათხრების შედეგებს და მასალებსაც, დიდი ინტერესი გამოხატეს უშუალოდ ექსპედიციის ხელმძღვანელის მიერ გაზიარებული ინფორმაციის მიმართ. მომხსენებელმა სიღრმისეულად ისაუბრა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, მათი განადგურების საფრთხეებზე, შორაპნის და საზანოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, კლდეეთის სამაროვანზე... განსაკუთრებით დაინტერესდნენ მოსწავლეები განათხარი ადგილების და არქეოლოგიური მონაპოვრის ჩვენებით, რომელიც მომხსენებელს წინასწარ სპეციალურად ჰქონდა მომზადებული მათთვის. ერთი ჩართვა არ აღმოჩნდა საკმარისი ყველა კითხვაზე პასუხის მისაღებად და დაიგეგმა მეორე შეხვედრაც.
სასკოლო საზოგადოების სახელით დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ვახტანგ ჯაფარიძეს გულისხმიერებისთვის, საინტერესო და სასიამოვნო საუბრისთვის. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად  რომ გამოძებნა დრო ჩვენს სკოლასთან შეხვედრისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

VI–XI კლასების მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრებით წარმოადგინეს შემოდგომის სილამაზე

„თითოეული ნახატი მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ფერთა შეგრძნების თავისებური გამოხატულებაა“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება