სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ცივი წყალი დაისხით - ყველა პროფესიას აქვს ასაკობრივი ზღვარი, წასვლის დროა, პენსიით...“ - მიმართვა პედაგოგებს, რომლებმაც სტატუსი ვერ აიმაღლეს
29-10-2021
-
+


მიუხედავად იმისა, მასწავლებელთა გამოცდების საბოლოო შედეგები კარგა ხნის წინ გამოქვეყნდა, დღემდე არ ცხრება განხილვა და ქულებით უკმაყოფილო მასწავლებლების კომენტარები. ამავე საკითხს, ნუკრი სურმავა სოციალურ ქსელში ეხმაურება და მის სტატუსს Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

ცივი წყალი დაისხით, რადგან ბევრს მოგხვდებათ გულზე !! 60 - 70 წლის მასწავლებელი რომ თან პენსიას იღებ, თან ხელფასს, როცა ახალგაზრდები სახლში უმუშევრები სხედან ეს ერთი.. 50-70 წლის მასწავლებელი, 30 წელზე მეტი გამოცდილებით, რომ ვერ აბარებს თავისივე საგანში იმ ელემენტარულს - ესეც მეორე... მაშინ რაღა ქნან კურსდამთავრებულებმა ბაკალავრებმა, მაგისტრებმა, დოქტორებმა, რომლებსაც იმაზე 100 ჯერ მეტი ცოდნა აქვთ, ვიდრე „გამოცდილ“ მასწავლებლებს მათ ასაკში..

ახლა როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო თქვენგან მაინტერესებს, გამოცდილო ჩაჭრილებო? ლიმონას სიტყვები მახსენდება და გეტყვით !! - თქვენ, რა, სახელმწიფო მეწველი ძროხა გგონიათ? ყველა პროფესიას აქვს ასაკობრივი ზღვარი !! თაობათა ცვლა ყველგან არის და რაღა განათლების სფერო გახდა ასე პრობლემური? ვინმე მეტყვის, რომ კადრები არ გვყავს? ძველი მიდის, ახალი მოდის... უმეტესად ნაცნობობით მოხვედრილები ვერ აბარებენ, გამოცდილების მიუხედავად, იმ ელემენტარულ გამოცდებს, რაც მასწავლებელმა სასაცილოა, რომ ვერ ჩააბაროს და მერე შეცოდების ტექსტებით გულები აჩუყოს საზოგადოებას... რომ იქადნით და თაობებს თუ ზრდით, ის ხომ უნდა იფიქროთ, რომ იმ ახალ თაობას გასაქანი უნდა, ხელშეწყობა და არა მეგობრის ხათრით დასმა და მერე შერცხვენა ელემენტარულ გამოცდებზე. რამდენჯერ დაგტოვეს, რამდენი შანსი მოგეცათ, მაინც ვერანაირად ვერ მოახერხეთ.. ერთი შანსიც არ ეძლევა სხვებს და თქვენ რამდენი მიიღეთ უკვე სათვალავი ამერია, ამით ყველაფერია ნათქვამი! წასვლის დროა, მადლობით, პენსიით. მაპატიეთ, მაგრამ სიმართლე მწარეა, როგორც სტუდენტი ვერ ხვდება უგამოცდოდ უნივერსიტეტში, იგივე უნდა ხდებოდეს პედაგოგებზეც..

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება