სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„დიდი ხნის ოცნება ამიხდა“ - „კასპის ეტალონი მოსწავლე“ საყვარელ პროექტში გამარჯვებისგან გამოწვეულ ემოციაზე საუბრობს
05-02-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „კასპის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას კასპის მერის პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან მიგრიაული, სკოლების წარმომადგენლები - დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

„კასპის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს სასირეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მაკა მაისურაძე დაეუფლა. 

„კასპის ეტალონი მოსწავლე“ მაკა მაისურაძე საყვარელ პროექტში გამარჯვებისგან გამოწვეულ ემოციას ვერ მალავს და მადლობას უხდის „ეტალონს“ ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობებისთვის: 

„ეტალონი“ ჩემი უსაყვარლესი პროექტია, რომელში მონაწილეობის მიღებაც დიდი ხანია მინდა და ეს ოცნება ამიხდა. მადლობა პროექტს ამ მუხტის, გამოცდილებისა და სტიმულისთვის".

კასპის მერის პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი წლებია „ეტალონის“ გულშემატკივარია:

„ეტალონის“ მიმართ ძალიან დადებითად ვართ განწყობილები. წლებია ამ პროექტის გულშემატკივრები ვართ  და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. „ეტალონის“ ყველა ახალი პროექტის გვერდში გვიგულეთ.“
 
კასპის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე წარმატებებს უსურვებს „ეტალონის“ მონაწილეებს და მერიის სახელით, სრულ მხარდაჭერას უცხადებს ინტელექტ-ჩემპიონატს: 

„კასპის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ ღონისძიებამ ნამდვილად კარგად ჩაიარა. ვულოცავ ბავშვებს ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობას და გამარჯვებულს მრავალ წარმატებას ვუსურვებ. მადლობა პროექტს ეროვნულ საქმეში გაწეული ღვაწლისთვის, კასპის მერია მუდამ მზადაა „ეტალონთან“ თანამშრომლობისთვის". 

კასპის რესურსცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან მიგრიაული მოხარულია „ეტალონში“ მოსწავლეების მაღალი ჩართულობით და წარმატებას უსურვებს ბავშვებსა და პროექტს: 

„მოსწავლეების ინტერესი ინტელექტ-ჩემპიონატის მიმართ და მათი „ეტალონში“ ჩართულობა პროექტის მნიშვნელობას ცხადყოფს. მოხარული ვარ ბავშვების შედეგებით. მადლობა და მრავალი წარმატება მათ, ჩვენს სკოლებსა და „ეტალონს“. 

გამარჯვებულის დედა ხათუნა ჩადუნელი გახარებულია შვილის წარმატებით და მადლობას უხდის „ეტალონს“ მაკას წახალისებისთვის: 

„ისეთი განწყობით მოვედი დღეს ღონისძიებაზე, რომ თითქოს ვგრძნობდი, უნდა გაემარჯვა. მაკა წარმატებული მოსწავლეა, „ეტალონში“ გამარჯვება კი მას უფრო მოტივირებულსა და მიზანდასახულს გახდის. მადლობა პროექტს განათლების ხელშეწყობისთვის".

„კასპის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი მაკა მაისურაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება