სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაეცანით შეცვლილი ტესტების ნიმუშებს -  ცვლილებები ქართული ენასა და ლიტერატურაში და გეოგრაფიაში შევიდა
20-10-2021
-
+


2022 წელს დაგეგმილია სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატში. მცირე ცვლილება შეეხო გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც. 
 
საგამოცდო ტესტის ფორმატი ან მისი ცალკეული დავალებები სხვადასხვა საგანში გამოცდების შედეგების ფსიქომეტრიული და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით პერიოდულად იცვლება. სიახლეები მიზნად ისახავს ტესტის კიდევ უფრო მეტ დახვეწასა და სრულყოფას. გარდა ამისა, ცვლილებები მიმართულია ერთი და იმავე ფორმატით გამოცდის ჩატარებისას მოსალოდნელი კლიშეებიისა და ტრაფარეტების დამკვიდრების თავიდან ასაცილებლად, რათა აბიტურიენტებმა უკეთ შეძლონ საკუთარი ცოდნისა და უნარების წარმოჩენა.
 
ქართული ენა და ლიტერატურა

2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის II. ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად).

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასება იქნება 60 ქულა (წინა წლებში იყო 70 ქულა), საგამოცდო ტესტის შესასრულებლად კი გამოყოფილი იქნება 3 საათი, რაც, როგორც ტესტის ფორმატის წინასწარმა გამოცდამ აჩვენა, სავსებით საკმარისია მოცემული დავალებების შესასრულებლად. 
 
გთავაზობთ საგამოცდო ტესტის ნიმუშსა და წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმებს. 
 
 
გეოგრაფია 

გეოგრაფიის ტესტში 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იგეგმება მცირეოდენი ცვლილებები. რუკის ანალიზის დავალებების ბლოკში შესული ორივე მრავალქულიანი დავალება დაიშლება 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად, რაც აბიტურიენტებისათვის უფრო კომფორტულს გახდის ტესტზე მუშაობას. ამის შედეგად ტესტის მაქსიმალური ქულა გახდება 59. აბიტურიენტებს აღარ დაურიგდებათ A3-ის ტოპოგრაფიული რუკა. რუკის ანალიზის თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული, ფიზიკური ან კონტურული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა. არჩევითი კითხვებისა და ინფორმაციის ანალიზის დავალებების ბლოკში ცვლილებები არ იგეგმება.
 
კითხვების ნიმუშების სანახავად გადადით ბმულზე

2022 წელს ცვლილებები სხვა საგნების საგამოცდო ტესტებში არ იგეგმება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ მის ოფიციალურ ვებგვერდზე  და ფეისბუკ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე. ვთხოვთ აბიტურიენტებს, რომ  არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას

იხილეთ: შეიცვლება თუ არა გრანტის გადანაწილების წესი - ნუნუ მიცკევიჩი განმარტებას აკეთებს

აბიტურიენტები ქართულში ერთ თემას დაწერენ, გეოგრაფიაში კი რუკა აღარ ექნებათ - გორგოძე 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე

მათემატიკისა და ისტორიის გარდა აბიტურიენტებს სხვა საგნის არჩევის უფლებაც ექნებათ - რა სიახლეები შევიდა ეროვნულ გამოცდებზე

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

ბაღები ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ჩაერთვება

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის შედეგად, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა, სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა აქტიური აკადემიური ჩართულობის ხელშეწყობას

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

მაღალი აკადემიური მოსწრების, პასუხისმგებლობისა და აქტიური სასკოლო ცხოვრებისათვის მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა, მაკარ ისაკიძემ სიგელები გადასცა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება