სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, უნივერსიტეტები

პროფესორ-მასწავლებლებისთვის ტრენინგები დაიწყო - დეტალები
12-10-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბერიდან პროფესორ-მასწავლებლებისთვის ინტენსიური ტრენინგი დაიწყო, რომელიც 18 ოქტომბერს დასრულდება.

უწყების განმარტებით, განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და მოზარდების სასკოლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები სპეციალურად შემუშავებული დაჩქარებული სწავლების კურიკულუმით სწავლობენ, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. კურიკულუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბულგარეთის საელჩოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შემუშავდა.

„პროგრამის განხორციელების შემდგომ ეტაპზე გათვალისწინებულია აღნიშნული კურიკულუმის უმაღლესი განათლების საფეხურზე, კერძოდ, მასწავლებლის მომზადების პროგრამებში ინტეგრირება. ამ მიზნით პროფესორ-მასწავლებლებისთვის 7 ოქტომბერს ინტენსიური ტრენინგი დაიწყო, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ გახსნა.

ტრენინგი, რომელიც იუნისეფის ორგანიზებით 18 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება, მომავალ მასწავლებლებს შესაძლებლობას მისცემს, გააცნობიერონ განათლების მიღმა დარჩენილი და სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების საჭიროებები, რაც შემდგომ მათ საგაკვეთილო პროცესის სწორად დაგეგმვაში დაეხმარება.  

მინისტრის პირველმა მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენლებს პროდუქტიული თანამშრომლობისა და განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანი მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად დღეს სამინისტროს აქვს შემუშავებული ეფექტური მექანიზმი, რომელიც სკოლის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების იდენტიფიცირებისა და მათი საგანმანათლებლო პროცესში დროულად ჩართვის საშუალებას იძლევა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია უმაღლესი განათლების საფეხურზე იმ სიახლეების დანერგვა, რომელიც მომავალ მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, მოემზადონ მომავალი პროფესიისთვის და ინკლუზიური განათლების განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ, რაც, პირველ რიგში, მოსწავლეებისთვის ჯანსაღი გარემოსა და სწავლის თანაბარი პირობების უზრუნველყოფაზე ზრუნვას გულისხმობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება