სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ნიკო ლორთქიფანიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას შთამბეჭდავი გაკვეთილი მიეძღვნა
08-10-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5გ მოსწავლეებმა ნიკო ლორთქიფანიძის ცხოვრებას და შემოქმედებას გაკვეთილი მიუძღვნეს.

აღნიშნული დღის ინიციატორი სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე გახლდათ ხოლო მე-5 კლასის დამრიგებელი და პედაგოდი კი სალომე ქობალიაა.

„ცხოვრება ის დღეები კი არ არის, რომელმაც უკვალოდ უნდა ჩაიაროს, არამედ ის დღეებია, რომლებმაც კვალი უნდა დატოვოს ჩვენს მეხსიერებაში, ჩვენი არსებობის ყანობირზეო“. დღეს ჩვენთვისაც ასეა - ნიკო ლორთქიფანიძისადმი მიძღვნილი დღე და თავად მწერალი, სულ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.. „ნ.ლორთქიფანიძე - „ბუნებით ბატონი“ და „მასწავლებელთა მასწავლებელი“ - ეს იყო ქართულის საგაკვეთილო თემა ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასში (დამრიგებელი და მასწავლებელი: სალომე ქობალია) რომელიც ნ. ლორთქიფანიძის დაბადებიდან 141 წლისთავს მიეძღვნა. მასწავლებელმა და მოსწავლეებმა შთამბეჭდავად გადმოსცეს დიდი მწერლის ღვაწლი და შემოქმედება. ბოლოს კი დაასკვნეს: „საქციელი და ცხოვრება სარკეა ადამიანისა, რომელშიც თითოეული ჩვენგანი თავის სახეს აჩვენებ“. ნ.ლორთქიფანიძემ „თავისი ღირსეული სახე“ გვაჩვენა და მისი პიროვნებით უკვდავყო მისი სახელი. ამ დღის ინიციატორი გახლდათ ჩვენი „არვის მსგავსი და სადარი“ დირექტორი ქალბატონი ფაქიზო ფანჩულიძე. გაკვეთილს კი ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: პუბლიცისტი, პოლიტოლოგი და გაზეთ „ახალი წყალტუბოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატირი: თეიმურაზ ჯანელიძე; გაზეთ „ახალი წყალტუბოს“ რედაქტორი: მურთაზ კანკაძე, სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და ისტორიის პედაგოგი თამილა თუთბერიძე. მოწვეულმა სტუმრებმა დადებითად შეფასეს ჩატარებული  გაკვეთილი, ბავშვების მონდომება და შესაძლებლობა. ბოლოს კი ბატონმა თეიმურაზმა სამახსოვრო  წიგნებით დაასაჩუქრა ოტიას კაბინეტი, სკოლის ბიბლიოთეკა, სკოლის დირექტორი და მე-5 კლასის დამრიგებელი და მასწავლებელი“, - წერია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება