სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N198 საჯარო სკოლაში სსსმ მოსწავლეთა ახალი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
06-10-2021
-
+


თბილისის N198 საჯარო სკოლაში სსსმ მოსწავლეთა ახალი ნახატების გამოფენა გაიხსნა. სკოლის ფოიეში მრავალფეროვანი და ორიგინალური ნამუშევრები გამოიფინა. 

„სკოლების კონტაქტურად ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყების დღისთვის, თბილისის №198 სკოლის ფოიეში გაიხსნა სსსმ მოსწავლეთა ახალი ნახატების გამოფენა. აღნიშნული გამოფენა ძალიან ორიგინალური და მიმზიდველია, ეს გახლავთ მოსწავლეთა თვალით დანახული ჩვენი ნიკალას - ფიროსმანის ნახატების თემების იმპროვიზირებული არაჩვეულებრივი გამოფენა. აქ შეხვდებით ცნობილ მეეზოვეს, ძალიან სიმპატიურ ჟირაფს, გოგონას ბუშტებით, მებადურს და სხვა ცნობილ პერსონაჟებს ფიროსმანის შემოქმედებიდან. ნახატები არის შესრულებული ზაფხულის პერიოდში ქალაქ თბილისის მერიის არტთერაპიული პროექტის ფარგლებში. ეს არაჩვეულებრივი ნახატები შემოქმედებაა ქალაქ თბილისის N198 საჯარო სკოლის საშუალო საფეხურზე მყოფი სსსმ მოსწავლეების. ნიკო ფიროსმანის მუზეუმის ვიზიტების ციკლის შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფმა მოსწავლეებმა სკოლის პროფესიონალი არტთერაპევტის, მარიამ ცაგარეიშვილის სესიებზე შექმნეს ეს ორიგინალური ტილოები. გამოფენამ სკოლის გარემოს პოზიტიური ელფერი შესძინა. 

ამ ტიპის კლასგარეშე აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვისთვის: სსსმ მოსწავლეთა ნამუშევრების დემონსტრირება ხელს უწყობს -  ერთი მხრივ, შშმ პირის თვითრეალიზაციას, საკუთარი პოტენციალის, თვითრწმენის დამკვიდრებას, ასევე  სსსმ მოსწავლეთა ძლიერი მხარეების გაცნობასა და აღიარებას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება