სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლაში დაბრუნებაც ასეთი უნდა!​“ - ხეოთის საჯარო სკოლა სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას სიახლეებით შეხვდა
06-10-2021
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლა სიახლეებითა და წარმატებებით გამოირჩევა, რომლებსაც საზოგადოებას ყოველთვის სიხარულით უზიარებს.

პანდემიის მიუხედავად, სკოლა სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელებას სიახლეებით დახუნძლული შეხვდა.

ეკოკლუბმა - „ალიგატორმა“ საქართველოს მასშტაბით „წლის აღმოჩენის სტატუსი დაიმსახურა:

„სკოლის ეკოკლუბ „ალიგატორის“ წარმატება ხომ გახსოვთ? თუ არა, შეგახსენებთ, ასობით სკოლას შორის, საქართველოს მასშტაბით, „წლის აღმოჩენის“ ტიტული ეკოკლუბელელებს და მათ ხელმძღვანელს, ქალბატონ ლელა გვრიტიშვილს, დამსახურებული სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ“, - აღნიშნულია სკოლის საინფორმაციო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ უფროს მასწავლებლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ: გელა ტივაძეს (სპორტი), ლალი ოქრომელიძეს (ქართული ენა და ლიტერატურა 7-12) და მეგი ბირჩაძეს (მათემატიკა 1-6).

ასევე, ქართული კალიგრაფიის კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ: ლელა გვრიტიშვილი, დოდო ოქრომელიძე, მეგი ბირჩაძე და გიორგი ნებაძე.

სკოლის სასიხარულოდ, დირექტორის ლელა გვრიტიშვილის პერსონალურ კოლექციას უამრავი სერტიფიკატი და მადლობის სიგელი შეემატა, რომლებიც სხვადასხვა კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის დაიმსახურა, თუმცა თავმდაბლობის გამო გასაჯაროება არ ისურვა.

„როგორ შეგვაფასებთ? სკოლაში დაბრუნებაც ასეთი უნდა! კიდევ ბევრი წარმატება ჩვენს მოსწავლეებს და მასწავლებლებს“ -  აღნიშნულია ხეოთის საჯარო სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება