სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა მომავალი თაობისთვის - ქრისტინე სანიკიძე, ქუთაისის N1 საჯარო სკოლა
24-09-2021
-
+


ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა მომავალი თაობისთვის - ქრისტინე სანიკიძე, ქუთაისის N1 საჯარო სკოლა
პანდემიამ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს izrune.ge-ს განათლების სფეროში. დისტანციური სწავლება ყველასთვის დიდი გამოწვევა იყო, თუმცა ყველა „იზრუნელმა“ ამ ყოველივეს თავი წარმატებით გაართვა, რადგან კარგად ფლობდნენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს - მათთვის სიახლე არც ონლაინ-ტესტირება იყო.

Izrune.ge- ს მთავარი მისია მოსწავლეებზე ზრუნვა და მათი მოტივაციის ამაღლებაა. სწორედ ამიტომ, მათ უამრავ სიახლეს სთავაზობს. ახლახანს დაიწყო კიდევ ერთი ახალი პროექტი: „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასი - ქუთაისიდან“, რომელიც სასწავლო პროცესს ბევრად მხიარულს და საინტერესოს გახდის.

პროექტის მნიშვნელობაზე, ქუთაისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ქრისტინე სანიკიძემ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროექტი ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის.

ქრისტინე სანიკიძე: 30 წელზე მეტია ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ვასწავლი და ჩემი პედაგოგიური გამოცდილება, თავისუფლად მაძლევს იმის საშუალებას, რომ თამამად ვთქვა: ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა მომავალი თაობისთვის. ბავშვები ბევრ ახალ ინფორმაციას იღებენ ტესტების მეშვეობით და იღრმავებენ ცოდნას. ეს ახალი გამოწვევაა მოსწავლეებისთვის და ბუნებრივია, საინტერესოა. ძალიან მომწონს, როგორც მასწავლებელს და ასევე, ინტერესი დიდია მშობლებში.  

- პანდემიის დროს, როცა ბავშვები დისტანციურად სწავლობენ, რა როლი აქვს izrune.ge-ს?  

- ონლაინ-სწავლება ყველასთვის დიდი სიახლე იყო. რთულია ნახევარ საათში ბავშვს გადასცე მაქსიმალური ინფორმაცია. Izrune.ge-ს ტესტებით ამ დეფიციტს ვავსებთ. მართალია, გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებს ვესაუბრებით, დამატებით კლასგარეშე ლიტერატურასაც ვაძლევთ, მაგრამ ეს ტესტები დამატებითი საშუალებაა ცოდნის გასაღრმავებლად. გულწრფელად მიხარია, რომ ასეთი რამ შეიქმნა. დიდ პატივსვცემ ბატონ გოჩა ტყეშელაშვილის. ყველა მისი პროექტი ღირებულია განათლების სფეროში. როცა „ეტალონი“ სატელევიზიო ეთერით გადიოდა, ყოველთვის ვუყურებდი და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. ახლა ყველას აქვს საშუალება ტესტირებაში მიიღოს მონაწილეობა - ამით კმაყოფილები ვართ, როგორც პედაგოგები, ასევე მშობლები და მოსწავლეები. თუ ცოდნის გაღრმავებაში ბავშვებს ხელს შევუწყობთ, ამას არაფერი აჯობებს.

- რას ნიშნავს თქვენთვის „საქვეყნოდ მნიშვნელობის 100 კლასი - ქუთაისი“ შორის ყოფნა?

- ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა. თუმცა, საინტერესოსთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა. კლასის ტიტულების მოსაპოვებლად ბევრი შრომაა საჭირო და სასიამოვნო იქნება, თუ ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას - მადლობელი ვიქნები თქვენი, მშობლების და ბავშვების. მიხარია, რომ ჩემი კლასი აარჩიეთ და კიდევ, მადლობა თქვენ.

- მოსწავლეებს რამდენად მოსწონთ izrune.ge-ს ტესტები?

- ბავშვებს ძალიან მოსწონთ და რაც მთავარია, აინტერესებთ, აქტიურად არიან ჩართულნი. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ ტესტს და განიხილავენ. ტესტები ზოგად განათლებას უღრმავებს ბავშვებს, რაც ყველაზე მეტად მომწონს. არის საკითხები, რომლებსაც სკოლაში არ გადიან და ტესტებში ხვდებათ, მერე უჩნდებათ კითხვა, ინტერესდებიან, იძიებენ ინფორმაციას. ზოგადი განათლებას აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, რადგან განათლებულმა ადამიანებმა უნდა შექმნან ჩვენი ქვეყნის მომავალი. მადლობა, თქვენ რომ ზრუნავთ ამ საკითხზე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება