სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დისტანციური სწავლების ხარისხს განაპირობებს ინტერნეტზე კარგი წვდომა და მშობლების აქტიურობა“- გულნარი ბაკურიძე, აგარის საჯარო სკოლის დირექტორი
07-09-2021
-
+


რა მოლოდინი აქვს ახალი სასწავლო წლისგან, რას ფიქრობს პედგოგთა შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით და როგორ აფასებს მასწავლებელთა მზაობას ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით - ამ და სხვა საკითხებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის დირექტორი გულნარი ბაკურიძე გვესაუბრა.

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- 2021-2022 სასწავლო წელს კარგი მოლოდინი გვაქვს.
ახალ სასწავლო წელს სკოლა მომზადებული ხვდება განახლებული ინფრასტრუქტურით, მომატებული პირველკლასელთა კონტიგენტითა და მოტივირებული პედაგოგიური კოლექტივით.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?

- ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით მასწავლებელთა მზაობა დამაკმაყოფილებელია. პროცესის მსვლელობისას ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგები.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?
 
- მასწავლებლები ფიქრობენ, რომ ვაქცინაცია უნდა იყოს, მაგრამ ნებაყოფლობით და არა დაძალებით.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?
 
- დისტანციური სწავლების ხარისხს განაპირობებს ინტერნეტზე კარგი წვდომა და მშობლების აქტიურობა.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე?
 
- მასწავლებელთა შედეგები არის კარგი, ჩვენი სკოლის ყველა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა კომპეტენცია დაადასტურა, ერთი მაძიებელი მასწავლებლის აპელაციის შედეგებს ველოდებით.
კომპეტენციის დადასტურების გამოცდები ნებისმიერი რანგისთვის საჭიროა. რაც შეეხება ტრენინგებს, ის კარგი და ეფექტურია მაშინ, როცა კონკრეტულ მასწავლებელს ეხმარება პროფესიული დონის ამაღლებაში და არა ტრენინგი-ტრენინგისთვის!

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება