სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ვისაც არ მოგწონთ ეს ხელფასი, მიბრძანდითო“- აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ლაბორანტი 160-ლარიან ანაზღაურებას აპროტესტებს
08-09-2021
-
+


ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე დასაქმებულმა ერთ-ერთმა ლაბორანტმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მათი ანაზღაურება 160 ლარია. მისი თქმით, უკვე წლებია ამ პოზიციაზე მუშაობს და მსგავსი ხელფასი აქვთ სხვა კათედრაზე დასაქმებულ ლაბორანტებსაც. როგორც გვეუბნება, მიმართა ყოფილ რექტორსაც და განათლების სამინისტროსაც.

„ძველ რექტორს მივმართე, რომელმაც მიპასუხა -  ასეა, ვისაც არ მოგწონთ ხელფასი, მიბრძანდითო. სამინისტრომ კი - ჩვენ ეგ არ გვეხება, უნივერსიტეტმა გადაწყვიტოსო“,- ამბობს ლაბორანტი, რომელმაც ახლგაზრდულ პროფკავშირსაც მიმართა, მათ კი აღნიშნული ინფორმაცია თავიან ფეისბუქ გვერდზე განათავსეს.  

„შეიძლება ნორმალურ ქვეყანაში 160 ლარი გქონდეს ხელფასი? ეშინიათ, ვერავინ იღებს ხმას. ზოგმა თქვა - წავიკითხეთ ინფორმაცია, მაგრამ პოსტიც ვერ მოვიწონეთ, გვეშინია, რომ ამ 160 ლარსაც დავკარგავთო. ჩალითაც არაა მგონი ეს ქვეყანა დახურული. ჩვენს კათედრაზე 3 ლაბორანტია, სხვებზეც არიან ლაბორანტები და ყველგან ასეთი მდგომარეობაა.  ყოველ 1 სექტემბერს ხელახლა გვიდებენ ხელშეკრულებას, შრომის წიგნაკში ადგილი აღარაა. ზოგს პენსიის ასაკი აქვს, პენსიასთან ერთად ვიღებთ ხელფასსო და გაჩერებულია; ზოგმა გარეთ მაინც გამოვდივართო და ამიტომ ხმამაღლა ვერავინ აპროტესტებს.“

რაც შეეხება სამუშაო დატვირთვას, ლაბორატორიული სამუშაოების გარდა, ზოგჯერ დოკუმენტაციის მოწესრიგებაც ევალება.

„სტუდენტებს ლაბორატორიული სამუშაოები უნდა ჩავტარებინო, ზოგჯერ 2 ცვლაა და ორივე ცვლაში უნდა ჩავატაროთ. თუ რამე იქნება საქმე, ყველაფერს ვაკეთებთ, ის ასაკოვანი ხალხი, ვინც კათედრაზე მუშაობს, ვერ ბეჭდავს ვერც სივს, ვერც სილაბუსს და ვერაფერს. არც კომპიუტერი იციან, ჩვენი საბეჭდი და საკეთებელია. აბა, წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი 160 ლარად. ჩვენ პანდემიის დროსაც გვთხოვდა დეკანი მისვლას, უნდა მისულიყავი და ხელი მოგეწერა, რომ მიხვედი. რომ იღებთ ხელფასს უნდა მოხვიდეთო“,- ამბობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში დასაქმებული ლაბორანტი.

იმ ინფორმაციის გადაამოწმებლად, რაც დასაქმებულმა მოგვაწოდა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს მივმართეთ. უმაღლეს სასწავლებელში აბობენ, რომ მათთან შტატის ლაბორანტის ხელფასი 340 ლარია.

„შტატის ლაბორანტის ხელფასი არის 340 ლარი. შესაძლოა, იყოს რაიმე ხელშეკრულებით მოწვეული და თუ არ ვიცით, ვისზეა ლაპარაკი, ასე კონკრეტულ ადამიანზე ვერაფერს ვერ გეტყვით“,- ამბობენ უნივერსიტეტში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება