სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ლექტორის ყოველ სიტყვას არ ვიწერთ! „მასწ“ არა - „პატივცემულო“ - სახლისო გზამკვლევი პირველკურსელი „პინგვინებისთვის“
05-09-2021
-
+


პირველკურსელების პინგვინობის ამბავი, მართალია მოძველებული, თუმცა დღემდე აქტუალური ხუმრობაა - ასე ეძახიან ახალბედებს მაღალკურსელები. პირველი სასწავლო დღე უნივერსიტეტში რამდენადაც საინტერესო, იმდენად დამაბნეველია: ახალი გარემო, უცხო ადამიანები, სწავლების განსხვავებული მეთოდები... ყველაფერს, რომ თავი გავანებოთ, როცა პირველ კურსზე ხარ აუდიტორიის პოვნაც არაა მარტივი საქმე და თუ იმაში არ გაგიმართლა, რომ შენთან ერთად, რომელიმე მეგობარი სწავლობს, მაშინ მარტო მოგიწევს პინგვiინივით სიარული.

გარდა ამისა, სტუდენტს სკოლის მოსწავლისგან განსხვავებით, ახალ ტერმინოლოგიასთანაც უწევს შეგუება, მაგალითად: დირექტორი - რექტორი, დამრიგებელი-დეკანი...ამ თემაზე უფრო ვრცლად იხილეთ, სახალისო გზამკვლევი: 


  • დირექტორი - რექტორი;

  • მასწავლებელი - ლექტორი;

  • დამრიგებელი - დეკანი;

  • სამასწავლებლო - დეკანატი;

  • ბუფეტი - კაფეტერია;
  • გაკვეთილი - ლექცია;

  • საკლასო ოთახი - აუდიტორია;

  • სილაბუსი- გაწერილი გეგმა, სადაც მოცემულია, რომელ კვირაში რა სახის გამოკითხვა და რამდენ ქულიანი შეფასებაა;

  • ლექცია - 50 წუთიანია;

  • შესვენება - 10 წუთიანია;

  • მასწ არა - პატივცემულო ან ქალბატონო/ბატონო;

  • ქვიზი - ყოველკვირეული წერითი ან ზეპირი გამოკითხვა;

  • სემინარი - რაიმე საგანში სტუდენტთა ჯგუფური მეცადინეობა;

  • გაქვთ I შუალედური, II შუალედური და ფინალური გამოცდები ყველა სემესტრში( თუმცა ყველა უნივერსიტეტში ასე არაა);

  • გარეთ გასვლა თუ მოგინდებათ ხელს არ წევთ;

  • ლექციების გაცდენაში "არები" ზოგ უნივერსიტეტში იწერება, ზოგში - არა;

  • 100 ქულიდან საგნის დასახურად მინიმუმ 51 ქულა უნდა მოაგროვოთ;

  • პირველ დღეს ჩანთა არ დაგჭირდებათ;

  • ლექციებზე ლექტორის ნათქვამ ყველა სიტყვას არ ვიწერთ;

  • პირველ დღეს ბანკეტის ტანსაცმლით და დაქირავებული მანქანებით ნუ წახვალთ;

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება