| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლების შვებულება იწურება და როგორც გაწერილია - არაუგვიანეს 2 სექტემბრისა, ისინი სკოლაში უნდა გამოცხადდნენ. აქ ახალი არაფერია, თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ პედაგოგებს გარკვეული პრობლემები შეექმნებათ და დიდი ალბათობით ისინი, დათქმულ დროს სამუშაო ადგილზე ვერც გამოცხადდებიან.
მიზეზი მარტივია და ყველასთვის ნაცნობი - ქვეყანაში ტრანსპორტი არ მოძრაობს და შესაბამისად, მასწავლებლებს, ამ მხრივ, პრობლემები უდავოდ შეექმნებათ. დაგვეთანხმებით, ყველას არ ჰყავს ავტომობილი და არც იმის საშუალება გააჩნია, ტაქსით გადაადგილდეს; მით უმეტეს, საქვეყნოდაა ცნობილი, ამ სატრანსპორტო ლოქდაუნის პირობებში, ტაქსოკომპანიებმა ტარიფები როგორ გააძვირეს და პირდაპირი მნიშვნელობით, მოსახლეობის ძარცვაზე გადავიდნენ.
ჰოდა, საინტერესოა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ივლის მასწავლებელი სკოლაში, როცა დღეში საშუალოდ 20 ლარის გადახდა მოუწევს ტაქსისთვის? გამოდის, შეზღუდვის მოხსნამდე მათ ხელფასის სოლიდური ნაწილი მძღოლებს უნდა გადაუხადონ? წინააღმდეგ შემთვევაში, სკოლების ხელმძღვანელები გარკვეულ დათმობაზე უნდა წავიდნენ და დასაქმებულებს, არსებული შეზღუდვის მოხსნამდე, სამსახურში გამოცხადება არ მოსთხოვონ.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას