სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლების სამთვიანი ტრენინგი გრძელდება - ვის და როგორ შეუძლია ჩართვა
06-08-2021
-
+


კომუნიკაციების კომისიამ „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“, ტრენინგების ჩატარება და პედაგოგების გადამზადება 3 აგვისტოდან დაიწყო. 500 პედაგოგი უკვე შეირჩა განათლების სამინისტროს მიერ.

თუმცა, მასწავლებელთა მხრიდან მაღალი აქტივობის გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისია დაინტერესებულ პედაგოგებს მისცემს საშუალებას, ჩაერთონ ტრენინგებში

„პროექტში ჩართვა შეუძლიათ საჯარო სკოლის მოქმედ მასწავლებლებს. მსურველებმა უნდა მიმართონ კომუნიკაციების კომისიას ელექტრონულ ფოსტაზე - medialiteracy@comcom.ge. ამის საფუძველზე მასწავლებლებს დაეგზავნებათ სარეგისტრაციო ფორმა, სადაც შეიყვანენ პირად მონაცემებს. შემდეგ მათ დაუკავშირდებათ კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდით.

პანდემიის გამო, ტრენინგები დისტანციურად მიმდინარეობს, „თიმსის“ აპლიკაციის გამოყენებით.

ტრენინგი ერთჯერადად ჩატარდება თითოეულ ჯგუფთან და ხანგრძლივობა 4 საათი იქნება. კურსის გავლის შემდეგ, მასწავლებლებს ტრენერი აძლევს მცირე დავალებას, რომლის შესრულების დრო განსაზღვრულია - დაახლოებით 10 დღე; დავალების შესრულების მერე მასწავლებლებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი. პროექტი გაგრძელდება და მომავალში სხვა მსურველ მასწავლებლებსაც ექნებათ შესაძლებლობა ტრენინგის გავლის.“

იხილეთ ასევე: 500 მასწავლებელს სამთვიანი ტრენინგი ჩაუტარდება - სკოლისა და პროფესიულის პედაგოგებს კომუნიკაციების კომისია გადაამზადებს 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

„მოსწავლეს უხარია, როდესაც ხედავს საკუთარ წარმატებას, იღებს აღიარებას და გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა დაფასებულია“

„ახალმა რეგულაციებმა როგორც პედაგოგებში, ასევე მშობლებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია“

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება