სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პირველკლასელები უბნების მიხედვით დარეგისტრირდებიან... ვიწყებთ დიდი ქალაქებით“ - თამარ მახარაშვილი ცვლილებებზე საუბრობს
30-01-2026
-
+


„სკოლაში მხოლოდ ის პირველკლასელები შევლენ, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება“ - ზოგადი განათლების რეფორმის თანმდევი ეს ცვლილება საზოგადოებაში განხილვის საგნადაა ქცეული, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რეგისტრაციას კიდევ ერთი ეტაპი ემატება - საცხოვრებლის მიხედვით.

ზოგადი განათლების რეფორმა დამტკიცებულია - 11 კლასი, სასკოლო ფორმები, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი... კიდევ რა იცვლება

რა ცვლილებებს ითვალისწინებს აღნიშნული ინიციატივა? განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის 1-ელი ეტაპი შშმ პირებს შეეხება, (სადაც უნდა ცხოვრობდეს), მე-2 ეტაპი კვლავ და-ძმებს შეეხება, მე-3 ეტაპი კი საყოველთაოს ნაცვლად, საცხოვრებლის მიხედვით რეგისტრაცია იქნება:

„ვიწყებთ დიდი, თვითმმართველი ქალაქებითა და რეგიონული ცენტრებით... ხოლო აქედან ოთხ ქალაქში იმოქმედებს ე.წ. დაუბნების პრინციპი - თბილისში გვექნება 10 უბანი, ქუთაისსა და ბათუმში 5-5, ხოლო რუსთავში 3-4.

მაგალითად, სკოლა აცხადებს 100 ადგილს. რეგისტრაციის I-II ეტაპების შემდეგ დარჩენილი ადგილებიდან, 80 პროცენტს ვუშვებთ საცხოვრებლის მიხედვით რეგისტრაციაზე და მხოლოდ 20 პროცენტს ექნება სასურველ სკოლაში დარეგისტრირების საშუალება“.

უბნების მიხედვით რეგისტრაციას რაც შეეხება, დიდუბეში რეგისტრირებულ ბავშვს, ჩუღურეთის სკოლაში მე-3 ეტაპზე ვერ დაარეგისტრირებთ, თუმცა თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ამ ორი უბნის საზღვარზე იქნება, ამ მხრივ გამონაკლისი წესი იმოქმედებს: 

„ვაკესა და საბურთალოს მაგალითზე რომ ვთქვათ, თუ 1 კილომეტრის რადიუსით იქნება სკოლა, ამ ბუფერსაც გავხსნით და ვაკეში მაცხოვრებელს საბურთალოზე არსებულ სკოლაში რეგისტრაციის საშუალება ექნება“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის ერთი იქნება... სამომავლოდ რეგულაცია უფროსკლასელებსაც შეეხება - თამარ მახარაშვილი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება