| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების მიმართულებით პედაგოგების გადამზადება დაიწყო. პროექტის - „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 500-მდე მასწავლებელი გადამზადდება. ტრენინგების შედეგად, საქართველოს მასშტაბით მოქმედი პედაგოგები კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარებს განივითარებენ, რაც ციფრულ ეპოქაში თითოეული მოქალაქისთვის აუცილებელია. პროექტის ფარგლებში სერტიფიცირებული მასწავლებლები მიღებულ გამოცდილებას პრაქტიკაში გამოიყენებენ და ცოდნას მოსწავლეებს გაუზიარებენ.
სამი თვის განმავლობაში ტრენინგები თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ჩატარდება. პედაგოგები მიიღებენ ცოდნას დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ. ისინი ისწავლიან იმ პრაქტიკულ მეთოდებს, თუ როგორ უნდა ამოიცნონ დეზინფორმაცია მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით. ამასთან, სასწავლო სემინარები მათ დაეხმარება და მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ამომწურავი და გააზრებული ინფორმაცია ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შესახებ.
პედაგოგები მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული შემოქმედებითი და ინტერაქტიული საგანმანათლებლო მოდულით გადამზადდებიან, რომელიც სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის შეიქმნა. სატრენინგო მოდული აგებულია სწავლების აქტუალური და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი, ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები და სხვა. მოდული პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს, რომლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მასწავლებლებს კომუნიკაციების კომისია სერტიფიკატებთნ ერთად, სპეციალურ პრიზებს გადასცემს.
იხილეთ ასევე: მასწავლებლების სამთვიანი ტრენინგი გრძელდება - ვის და როგორ შეუძლია ჩართვა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„მინდა თითოეული მოსწავლე წარმატებული იყოს“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად