სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მაძიებელი მასწავლებლები განათლების მინისტრს მიმართავენ - „მოგვეცეს შანსი,პრაქტიკოსებთან ერთად გავიდეთ შემოდგომის გამოცდაზე“
01-08-2021
-
+


მაძიებლის სტატუსის მქონე მასწავლებელთა უკმაყოფილება პრემიერ-მინისტრის ბრძანებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც პრაქტიკოს პედაგოგებს, კიდევ ერთი შანსი ეძლევათ სტატუსის ასამაღლებლად, თუმცა მათ შეღავათზე ბრძანებაში არაფერია ნათქვამი. სწორედ ამიტომ მაძიებელი მასწავლებლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თხოვნით მიმართავენ. როგორც etaloni.ge- სთვის მოწოდებულ წერილშია აღნიშნული, მათ სურვილი აქვთ შემოდგომაზე პრაქტიკოს პედაგოგებთან გავიდნენ კვალიფიკაციის დამადასტურებელ გამოცდებზე.

წერილში აღნიშულია, რომ მაძიებელი პედაგოგები, რომლებიც დაწყებითის კომბინირებულ გამოცდას აბარებენ, აღნიშნავენ, რომ არათანაბარ პირობებში არიან, რადგან კომბინირებული გამოცდის პროგრამა სამ საგანს მოიცავს და ბევრად უფრო რთულია, ვიდრე რომელიმე ერთი საგნის საგამოცდო პროგრამა. გარდა ამისა, წელს მათთვის საგამოცდო დრო 1 საათით შემცირდა. 

„მოგმართავთ მაძიებელი მასწავლებლების სახელით. ყველასთვის ცნობილია, რომ კომბინირებულის გამოცდის ფორმატი წელს შეიცვალა, რასაც პედაგოგები დადებითად გამოვეხმაურეთ, თუმცა პრაქტიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ დრო სამუშაოს შესაბამისი არ იყო. Ჩვენ, კომბინირებულის მასწავლებლები, ვაბარებთ სამ, სრულიად განსხვავებულ საგნს იმავე დროᲨი, რა დროც ეძლევათ ნებისმიერი სხვა ერთი საგნის მასწავლებელს. ეს ფაქტი, ვფიქრობთ, არათანაბარ პირობებᲨი გვაყენებს აპლიკანტებს.

ჩვენი სურვილია: დაემატოს ისევ ის 1 საათი, რომელიც მოაკლეს და მოგვეცეს შანსი პრაქტიკოსებთან ერთად გავიდეთ შემოდგომით გამოცდაზე, რათა უფრო მეტი ენთუზიაზმით და შემართებით გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგები. ეს იქნება განათლების სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერის ჟესტი, რათა არ დავკარგოთ მოტივაცია პროფესიული წინსვლისა და განვითარებისთვის.“, - წერია მაძიებელი მასწავლებლების წერილში.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, პრაქტიკოს მასწავლებლებს შანსი მიეცათ, სტატუსი 1,4,7 და 10 კრედიტით 2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მოიპოვონ. მაძიებლებს კრედიტების დაგროვების საშუალება არ აქვთ და ფიქრობენ, რომ ეს არასამართლიანია. ჩატარდება თუ არა გამოცდები შემოდგომაზე, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ არც მასწავლებლის სახლში და არც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

იხილეთ : პრაქტიკოს პედაგოგებს სტატუსის ამაღლებისთვის კიდევ ერთი შანსი მომავალ სასწავლო წელსაც მიეცემათ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება