სიახლეები
სიახლეები

„ესაა სკოლებში შემოტანილი ნათელი სხივი“ - „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი თერჯოლაში გაიმართა
19-07-2021
-
+


მიუხედავად პანდემიისა და მასთან ერთად, უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორისა, „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მაინც ჩატარდა და მთავარიც სწორედ ეს გახლდათ - არ დარღვეულიყო ტრადიცია, რომელიც მომავალი თაობების განათლებასა და მათ წინსვლას უდევს საფუძვლად.

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფორმატი ოდნავ სახეცვლილი - დისტანციურია, ტრადიცია და მიზანი კი უცვლელი - მომავალი თაობების განათლების მოტივაცია! მიუხედავად უჩვეულო ფორმატისა, იყო ბევრი ემოცია და ღირსეული მეტოქეობა, რამაც საუკეთესოთა შორის საუკეთესო - თერჯოლის „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა.

აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს, მონაწილეობა კი ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით ტარდება, მეორე ეტაპზე კონკურსანტები „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში ეჯიბრებიან და როგორც ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეები, „ეტალონისგან“ სპეციალურ ონლაინ-სიგელსაც მიიღებენ.

თერჯოლის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა ლუკა ბუცხრიკიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ალისუბნის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი, რომელმაც etaloni.ge-სთან საკუთარ შთაბეჭდილებებსა და გამარჯვების სიხარულზე ისაუბრა:

„გამარჯვებას არ ველოდი, თუმცა ძალიან გამიხარდა. „ეტალონი“, მიუხედავად პანდემიისა, მაინც რომ ჩატარდა, თუნდაც დისტანციურად. საქმე ისაა, რომ მონაწილეობის საშუალება მეტი აღარ მომეცემოდა... მადლობა „ეტალონს“, კიდევ ერთი შანსი, რომ მომცა, გამომეცადა საკუთარი შესაძლებობები და მომეპოვებინა თერჯოლის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული, რომელიც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან „ეტალონი“ ძალიან პრესტიჟული პროექტია და იყო გამარჯვებული, ნიშნავს იმას, რომ შენგან ყოველთვის მეტს ელიან და შენც, გარშემომყოფებს უნდა გაუმართლო იმედები“.

ალისუბნის საჯარო სკოლის დირექტორმა ლალი კუპატაძემ კი აღნიშნა, რომ ეს პროექტი და მასში მონაწილეობა დიდი სტიმულია მოსწავლეებისთვის:

„ეტალონი“ უდიდესი სტიმულია გახლავთ მოსწავლისთვის, მეტი იმუშაოს, უკეთ ისწავლოს და რა თქმა უნდა - მიაღწიოს წარმატებას, რაც მთავარია ბავშვებს, „ეტალონის“ წყალობით, მიღებული ცოდნა არ ეკარგებათ. მათ არც ერთი წუთი არ ეკარგებათ, რომელიც წიგნებთან გაატარეს.

რაც შეეხება ლუკას, მისი გამარჯვება ნამდვილად არ გაგვკვირვებია, ეს არ იყო სპონტანური გამარჯვება, იმიტომ რომ იგი საოცარი ბიჭია, შრომისმოყვარე, უყვარს სწავლა, ჩართულია ქველმოქმედებაში, აქვს რაინდული თვისებები, კარგი ქართველია და მოგეხსენებათ, ეს ჩვენში დღეს სამწუხაროდ დიდი იშვიათობაა. ლუკა კარგი მშობლების შვილია და მოგეხსნებათ, კარგი მშობლები კარგ შვილებს ზრდიან.

მადლობა „ეტალონს“ ბავშვების დადებითი კუთხით წარმოჩენის საშუალებას რომ გვაძლევს - ესაა სკოლებში შემოტანილი ნათელი სხივი და პროექტის ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილის მიმართ, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის“.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქეთევან შეყრილაძემ კი აღნიშნა, რომ მიუხედავად დისტანციური ფორმატისა, მოსწავლეთა ჩართულობა იყო მაღალი და მათი შედეგებითაც კმაყოფილია:

„მონაწილეთა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, „ეტალონს“ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და პანდემიის მიუხედავად, მოხარული ვარ რომ ჩართულობა ძალიან მაღალი იყო. ლუკას გამარჯვება კი ნამდვილად არ გაგვკვირვებია, აქტიური ბავშვია წარმატებული, შრომისმოყვარე და დარწმუნებული ვარ არაერთი გამარჯვება ელის.

„ეტალონს“ ვუსურვებ წარმატებას, ნამდვილად გვანებივრებთ საინტერესო პროექტებით და ისიც მახარებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფეხი კარგად აუწყო რეალობას მადლობა, ბავშვებს რომ არ წაართვით ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობის შანსი და რა თქმა უნდა, გამარჯვების შესაძლებლობა“.

პროექტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თერჯოლის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა გურამ თურქაძემ:

„წლებია ჩვენი მუნიციპალიტეტი „ეტალონის“ პროექტში აქტიურად იღებს მონაწილეობას. ყოველთვის გულწრფელად და ხაზგასმით ვამბობდი და ვამბობ, რომ ეს არის პროექტი, რომელიც მოსწავლეებს აძლევს სწავლის მოტივაციას და საშუალებას მათი ცოდნა გამოავლინონ და იამაყონ საკუთარი თავით.

წელს განსაკუთრებული იყო ჩემპიონატი, რადგან დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად წარიმართა პროცესი. არანაირი შეფერხება ან ხარვეზი არ ყოფილა, თუმცა მაინც იმედი მაქვს, მომავალში უკვე პირისპირ შევხვდებით ერთმანეთს და ტრადიციულ ფორმატს დაიბრუნებს „ეტალონი“.

თერჯოლის „ეტალონი მოსწავლის“ წარმატებას და პროექტს გამოეხმაურა თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი:

„ინტელექტუალური პროექტების როლი მომავალი თაობის აღზრდის საქმეში ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფაა. თერჯოლის მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩართული საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ჩატარების პროცესში. წელს აღნიშნული პროექტი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, კონკურსის გამარჯვებული ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს, ლუკა ბუცხრიკიძეს გახდა, რომელსაც თერჯოლის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭა. მეამაყება და მიხარია ახალგაზრდების სწავლისადმი მოტივაცია, ინტერესი და მიზანდასახულობა, რომელიც გამარჯვების საწინდარია. მინდა, მივულოცო „ეტალონ მოსწავლეს“, ლუკა ბუცხრიკიძეს და სამომავლოდ წარმატებები ვუსურვო.

ინტელექტუალური პროექტები განსაკუთრებულად საჭირო და მნიშვნელოვანია, რომელიც ახალგაზრდებში ზრდის მოტივაციას, აძლევს საშუალებას, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და განავითარონ უნარები. თერჯოლის მერია მუდმივად გამოთქვამს მზაობას და მხარს უჭერს საგანმანათლებლო-ინტელექტუალური პროექტების მუნიციპალიტეტში განხორციელებას“.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება