TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მომინდა მასწავლებელი გავმხდარიყავი და ანალოგიური სითბო სხვებისთვისაც გამეზიარებინა“ - რობერტ გელოვანი, ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი
14-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიცინტერვიუ ამჯერად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის დირექტორთან, რობერტ გელოვანთან შედგა.

- წარმატება არის...

- დასახული მიზნების დროულად და ხარისხიანად განხორციელება.

- ჩემი სკოლა მახსენებს...

- ბავშვობის ლამაზ დღეებს, მუდამ რამე ღონისძიებაში ვიყავი ჩართული და ეს მილამაზებდა სასკოლო ცხოვრების დღეებს. ჩემდა საბედნიეროდ, განათლებული და გამორჩეული მასწავლებლები მყავდა. მუდამ დამყვება ის დიდი სითბო, მათგან რომ მიმიღია წლების განმავლობაში. 

- ჩემი პირველი მასწავლებელი...

- ლიზა ქარდავა... კაფანდარა, საოცრად მოწესრიგებული ქალბატონი. ის მუდამ ინტერესდებოდა ჩემი და ჩემი თანაკლასელების აკადემიური მოსწრებით. მახსოვს, თუ რაღაც მიზეზით დაბალ შეფასებას მივიღებდი მოვიდოდა, გამესაუბრებოდა, მიზეზებს გამომკითხავდა და ისე ლამაზად „შემარცხვენდა“, რომ მისი ხათრით ხშირად ისეთ მასალასაც ვსწავლობდი, რომელიც დიდად არ მომწონდა. გარკვეული წლები კოლეგებიც ვიყავით და მიკვირდა, რამდენად გულთან მიჰქონდა ყველას გასაჭირი. მის საფლავზე დედა ენა და „აი ია“ არის ამოტვიფრული და ძალიან უხდება მის ხსოვნას.

- მოსწავლე რომ ვიყავი...

- სკოლა განთავსებული იყო კოლმეურნეობის კანტორის არასტანდარტულ შენობაში, რომელიც ვერც თბებოდა სათანადოდ, მაგრამ ისეთი შინაგანი სითბო და ატმოსფერო სუფევდა, მომინდა მასწავლებელი გავმხდარიყავი და ანალოგიური სითბო სხვებისთვისაც გამეზიარებინა.

- ჩემი სამაგიდო წიგნი...

- ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“. მახსოვს, მეორედ რომ გადავწყვიტე წაკითხვა, მომინდა, მომენიშნა ბრძნული გამონათქვამები. ბოლოს, რომ გადავხედე წიგნს 70% ჩავინიშნე. მიმაჩნია, დათას ცხოვრებითა და შეხედულებებით რომ იცხოვროს ადამიანმა, რამდენად ლამაზი იქნება განვლილი წლები.

- ზაფხულში ვცდილობ...

- რაც შეიძლება მეტი მხატვრული ლიტერატურა ვიკითხო, თუმცა, ხშირად ვერ ვახერხებ.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება... 

- „შენს და ჩემს საკეთებელ საქმეს ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია...“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება