სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბევრი სიახლე დაინერგა“- ბახვის საჯარო სკოლის დირექცია სასწავლო წელს აჯამებს
28-06-2021
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლისთვის 2020-2021 სასწავლო წელი ნაყოფიერი იყო. მიუხედავად პანდემიისა, სკოლაში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა და ბევრი სიახლე დაინერგა, ერთ-ერთი მათგანი „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართვაა.

„დასასრულს მიუახლოვდა კიდევ ერთი რთული (პანდემიის გამო) და შემოქმედებითი წვით გაჯერებული სასწავლო წელი. ბევრი საინტერესო მოვლენა გვექნება გასახსენებელი, ბევრი სიახლე დაინერგა, აღსანიშნავია, რომ მიმდიარე წელს მეორე სემესტრიდან წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა ჩაერთო პროექტ „ახალი სკოლის მოდელში“, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ საგნობრივ ვებინარებს, აქტიურად თანამაშრომლობდნენ ქოუჩებთან, სასწავლო პროცესში დაიწყეს კომპლექსური დავალებების დანერგვა. განახორციელეს პროექტი „ერთად - ძალადობის წინააღმდეგ, ერთად - უსაფრთხო სკოლისათვის! ამჟამად კათედრები მუშაობენ მომავალი სასწავლო წლის კურიკულუმის შედგენაზე, ფაქტობრივად, სასკოლო სასწავლო გეგმა მასწავლებელთა თანამონაწილეობით იგეგმება. გთავაზობთ სკოლაში სხვადასხვა საგნის ექსპერტების ვიზიტის ამსახველ ფოტოებს. მადლობა მათ გერდით დგომისა და მუხლჩაუხრელი შრომისთვის“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება