სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ძლიერი სკოლა ნიშნავს გყავდეს კვალიფიციური, პროფესიონალი კადრები“- გავაზის საჯარო სკოლის დირექტორი ლია კაპანაძე
24-06-2021
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის დირექტორს სასწავლო წლის დასრულება მიღწეულ შედეგებზე აფიქრებს და სამომავლო გეგმების დასახვისთვის ამზადებს, საკუთარ მოტივაციად კი საქმის სიყვარულსა და წარმატების მიღწევის სურვილს ასახელებს. 

რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა? და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის დირექტორი, ლია კაპანაძე ბლიც-ინტერვიუში საუბრობს:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- ორმაგ განწყობას მიქმნის: პირველი ის, რომ განვიცდი დიდ სიხარულს, როდესაც ჩვენი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დაასრულებენ სასკოლო ცხოვრებას, დაიწყებენ ცხოვრების ახალ ფერხულში ჩაბმას და ახალ ეტაპზე გადასვლით გახდებიან საზოგადოების სრულფასოვანი, დამოუკიდებელი ადამიანები, იბრძოლებენ და იშრომებენ დასახული მიზნის მისაღწევად. თუმცა, ამ მოვლენას ყოველთვის ახლავს ცრემლი და „მსუბუქი“ ნაღველი... მეორეა ის, რომ სასწავლო წლის დასასრული აგრეთვე გახლავთ დასაწყისი ახალი სასწავლო წლის სამზადისის. წინ ახალი სასკოლო გამოწვევები, მათი განხორციელების დაგეგმვა და ნათელი მომავალია...

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- უპირობოდ გყავდეს კვალიფიციური, პროფესიონალი კადრები, რომლებიც ზრუნავენ მოსწავლეთა განვითარებაზე, ხარისხსა და  შედეგზე ორიენტირებული მაღალი დონის სწავლებაზე. აუცილებლად უნდა ტარდებოდეს კლასგარეშე (არაფორმალური განათლების) ღონისძიებები, რათა მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ კრიტიკული, შემოქმედებითი, ინტელექტუალური და შემეცნებითი უნარ-ჩვევები. ასევე, ძლიერი სკოლა ნიშნავს, როდესაც შენი სკოლის კურსდამთავრებული გახდება წარმატებული.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის. . .

- ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც წარმატებით  დაასრულეს  ჩვენი სკოლა, მონაწილეობდნენ რაიონულ თუ რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და პროექტებში, აღწევდნენ წარმატებებს, იღებდნენ დიპლომებსა და ფასიან საჩუქრებს.

განსაკუთრებით მახსენდება, ისინი ვინც უმაღლეს სასწავლებლებში გრანტით ჩაირიცხნენ, ასევე ის ცხრა კურსდამთავრებული, რომლებმაც გამარჯვება მოიპოვეს ერთწლიანი სასწავლო  პროგრამის ფარგლებში და სწავლობდნენ აშშ-ში. ყოველთვის მემახსოვრება, ისინი, ვინც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული შემოქმედებითი აქტივობებით, მონაწილეობდნენ ინტელექტუალურ თამაშებში, აქტიურობდნენ დრამწრეში, დგამდნენ სპექტაკლებს.

ასევე, სიამაყით მახსენდება ჩვენი სკოლის გოგონათა კვარტეტი „ანეთი“, რომლებიც იმყოფებოდნენ გასტროლებზე, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საბერძნეთსა და აშშ-ში. მეამაყება, სკოლის სასკოლო ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელშიც დაცულია უძველესი ნივთები, ასევე ,  სამოქალაქო ინტეგრაციის განვითარების მიმართულებით განხორციელებული გაცვლითი პროგრამები, კალიფორნიის შტატის ქალაქ ესპარტოს High scool-თან, ეგვიპტის ამერიკულ კოლეჯთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ქაფანახჩის საჯარო სკოლასთან. ჩვენსა და მათ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად ხდებოდა მათთან გაცვლითი სტუმრობა.

ვისარგებლებ შემთხვევით და იმ წარმატებულ კურსდამთავრებულთა შორის დავასახელებ ჩემს ყოფილ მოსწავლეს, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, მოქალაქეების თანადგომის, ახალგაზრდების დასაქმებაზე მზრუნველ, მოსწავლეების ჯანსაღი ცხოვრებისა და განათლებაზე პოპულარიზაციის ხელშემწყობ, გულისხმიერ მერს, როსტომ სესიაშვილს. მან კიდევ ერთხელ გამოხატა გვერდში დგომა და უდიდესი პატივისცემა განათლების სისტემის მიმართ, როდესაც საჯაროდ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის პირველკლასელებისთვის საჩუქრად შეიძენდა დამხმარე სახელმძღვანელოს...

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა. . .

-  ვიტყოდი რომ აუცილებელიც, რამეთუ ოჯახის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში ნიშნავს სკოლასა და მშობელს შორის ურთიერთობის უწყვეტ ჯაჭვს, ბავშვის სწორად აღზრდისა და ჩამოყალიბებისათვის.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა. . .

- მოწესრიგებული პედაგოგი, რომელიც ზრუნავს სწავლის ხარისხის განვითარებისათვის. არის ყურადღებიანი და მზრუნველი. ასევე, მოტივირებული, ენერგიული, ყურადღებიანი, ობიექტური და მზრუნველი დირექტორი, რომელიც ქმნის უსაფრთხო გარემოს, სწორად მართავს სასწავლო პროცესს, ურთიერთობს სასკოლო საზოგადოების ყველა სტრუქტურასთან. შეუძლია ეფექტიანი დახმარება და რომლის მიზანია: განნვითარდი, ისწავლე, იშრომე!

- დირექტორის მოტივაციაა. . .

-  მუდმივად ზრუნავდეს მასწავლებელთა განვითარებაზე, მოსწავლეთა უსაფრთხო სასწავლო გარემოზე, მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე, სასკოლო კულტურა და გარემო გახადოს სასიამოვნო, რათა მოსწავლეს უხაროდეს სკოლაში მისვლა, მოსწავლეს უნდა დაახვედროს სახალისო და თბილი გარემო, რათა ამაღლდეს მისი მოტივაცია. 

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. . .

- როგორც ჯონ კოტონ დანა იტყოდა: „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასოდეს შეწყვიტოს სწავლა“. არა მხოლოდ პედაგოგებისათვის, არამედ ნებისმიერი სპეციალობის ადამიანისათვის პროფესიული განვითარება არის უმნიშვნელოვანესი, რათა მისი ცოდნა გახდეს ვალიდური. პროფესიული ფასეულობების განვითარება, პროფესიონალიზმის ამაღლების საწინდარია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

მასწავლებელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - 50 წლამდე ქალი გეოგრაფიას ასწავლიდა

სკოლებში სუფთა წერის პრაქტიკას აბრუნებენ, მასწავლებლებს კი მობილურის გამოყენება ეკრძალებათ - ახალი სასწავლო წლის ცვლილებები შვედეთში

შილდის N1 საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა და ჭერის ნაწილს მოედო - დაკვამლიანება ძიძამ შენიშნა

პედაგოგების შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები დამტკიცდა - რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს ეხებათ მინისტრის ბრძანება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მცირე სცენებით წარმოაჩინეს დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა საკუთარი ლექსები

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება