| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკისა და მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრებებში წარმატებით იასპარეზეს.
7 ივნისს, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, სპორტის ორ სახეობაში ამხანაგური შეხვედრები გაიმართა.
ნინო ხურციძის სახელობის საჭადრაკო კლუბში ერთმანეთს ოთხი საჯარო სკოლის 5 გუნდი დაუპირისპირდა. რომელიც 7-8-9 წლის ასაკის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული. I ადგილი შოთა ხურციძის სახელობის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. გუნდის წევრები არიან - ლუკა ლომინაძე, ანამარია ხურციძე, შოთიკო ოქროპილაშვილი, ავთანდილ ჯანელიძე.
ვანის სასპორტო სკოლაში პარალელურად მიმდინარეობდა შეჯიბრება მაგიდის ჩოგბურთში, სადაც საჯარო სკოლების 30 -მდე მოსწავლე ასპარეზობდა. დაძაბული ორთაბრძოლების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები I და II ადგილი შოთა ხურციძის სახელობის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ანი ხურციძემ და ლუკა გიორგაძემ დაიკავეს. გამარჯვებულები თასით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას