| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსი“ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
ამ მნიშვნელოვანი თარიღს აღსანიშნავად, „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ფერთა ნამდვილი დღესასწაული მოაწყეს. ამ ფორმით ისინი შეუერთდნენ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო ზეიმს და ხალისით მიულოცეს ეს დღე თანატოლებსაც.
გარდა ამისა, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს საინტერესო რესურსები და სკოლის ეზოში გამოფინეს.
ბავშვთა დავის საერთაშორისო დღე „ჰელიოსელი“ ბავშვებისთვის ნამდვილად დასამახსოვრებელი და ამავდროულად, შემეცნებითიც გამოდგა.
აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა