სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფერიის საჯარო სკოლაში მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი მიმდინარეობს
07-06-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ფერიის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ფერიის საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივაში, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნებისა და ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

სკოლამ შეიმუშავა სასკოლო პროექტი - „ეკოლოგიური კულტურისა და უნარების განვითარება დაწყებით კლასებში", ორგანიზატორი კი გახლავთ დირექტორის მოადგილე თამარ ბერიძე.

პროექტში აქტიურად ჩაერთნენ III და V კლასების მოსწავლეები და პედაგოგები. მარტიდან მაისამდე მოსწავლეებს ჩაუტარდათ გაკვეთილები, სადაც სხვადასხვა საგნის ჭრილში - ქართული, ბუნებისმეტყველება, ხელოვნება - მოხდა ეკოლოგიური პრობლემების განხილვა-გაანალიზება და მოსწავლეების მიერ ამ პრობლების აღქმა და გადაჭრა შემოქმედებითი კუთხით.

მოსწავლეებმა შექმნეს სოციალური პლაკატები, მაკეტები სახელწოდებით - „მწვანე არქიტექტურა“, მხატვრული ჩანახატები, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. მეორადი ნივთებისგან შექმნეს ნამუშევრები სახელწოდებით - „აჩუქე მეორე სიცოცხლე“.

სასკოლო პროექტის მიზანი იყო დაწყებითი კლასის მოსწავლეებში ეკოლოგიური კულტურის, გარემოს გაფრთხილების, ზრუნვის, ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენების უნარების განვითარება და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების მქონე პიროვნების ჩამოყალიბება.

4 ივნისს სკოლის ეზოში მოეწყო პროექტის შემაჯამებელი გამოფენა, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები; ღონისძიების დასასრულს კი მასწავლებლებს გადასცეს სამახსოვრო მოწოდებები.

სკოლამ პროექტში აქტიური ჩართულობისთვის მოსწავლეები ​სერტიფიკატებით დააჯილდოვა .










კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება