სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაბელაშვილების საჯარო სკოლა გარემოსდაცვით პროექტში წარმატებით მონაწილეობს
07-06-2021
-
+


პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია შუახევის მუნიციპალიტეტის, ხაბელაშვილების საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ხაბელაშვილების საჯარო სკოლა ჩართულია პროექტში - „ჩემი თვალით დანახული გარემო“, რომელიც ხორციელდება eTwinngis-ის პორტალზე და სადაც, ასევე წარმატებით თანამშრომლობს ბოლნისის საჯარო სკოლა. პროექტის ხელმძღვანელია ლიანა მამულაშვილი; ასევე დაბა ჟინვალის საჯარო სკოლა. პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ ირმა ღანიაშვილი და რა თქმა უნდა, შუახევის მუნიციპალიტეტის, ხაბელაშვილების საჯარო სკოლა, რომლის პროექტის ხელმძღვანელიც სოფიკო ბრეგვაძეა, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ -მასწავლებელი; ხაბელაშვილებისა და ცხემლისის საჯარო სკოლების რუსული ენის პედაგოგი.

5 ივნისს, ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის დღე აღინიშნა, სადაც პროექტის ფარგლებში მოწვეულნი იყვნენ საპატიო სტუმრები: პროექტ „ასწავლე საქართველოს“ კოორდინატორები, ლალი წიკლაური და მაია ბლიაძე, რომელმაც მოსწავლეებს წარუდგინა საინტერესო პრეზენტაცია; პრეზენტაციის შემდეგ კი სამივე სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავისი ნამუშევრები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება