სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გამორჩეულად გილოცავთ!“ - ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ფატიმა სიორიძე იუბილარია
07-06-2021
-
+


ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები დირექტორ ფატიმა სიორიძეს დაბადების დღეს ულოცავენ. მასწავლებლები დირექტორს თბილი სიტყვებით მიმართავენ და კეთილ სურვილებს უსურვებენ.

„წელი წელს მისდევს, ღიმილობს ივნისი... გიყვარს ეს თვე და ჩვენც გამორჩეულად გილოცავთ! 

სიცოცხლე ლამაზია, მშვენიერობს და შენც ქალური ბედნიერებით იხდენ ყოველივეს.

რა ცოტა ჰყოფნის ადამიანებს ბედნიერებისათვის, სიყვარული, დანახვა, აღმოჩენა, წახალისება. ეს ყველაფერი განივთებულია შენში და მომართულია ჩვენკენ იმისათვის, რომ იდგე ლიდერი ქალი ამაყად ლამაზ, ვარდისფერ შენობაში და აკეთებდე შენს საყვარელ საქმეს, რაშიც ჩვენც აგვიყოლიებ ხოლმე, სიახლეებითა და აღმოჩენებით სავსე ყოველდღიურობით. წლებს გამოჰკიდებიხარ შენი გამორჩეულობით და ეცადე, ასეთად დარჩე ბოლომდე. გვინდა, რომ არ გაგქრობოდეს ხალისი წინსვლისა, რომლის თანამონაწილეები ჩვენც უნდა ვიყოთ.

ისიყვარულე და იბედნიერე შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!

გილოცავთ!“ - წერია პედაგოგების მისალოც წერილში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება