ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
07-06-2021
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს მოსწავლეებმა - ანასტასია სვინტრაძემ, გიორგი ომანიძემ, ლუკა ძოძუაშვილმა და სესილი მამაგეიშვილმა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.