ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე ნუცუბიძემ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში დიპლომი მოიპოვა
07-06-2021
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი დაიმსახურა მე-3 კლასის მოსწავლე ბარბარე ნუცუბიძემ.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.