TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე ციფრულ სამყაროში“ და „რობოტექნიკა“ - იფარისა და ფარის საჯარო სკოლებს შორის ონლაინ სასწავლო შეხვედრები და ღონისძიებები გაიმართა
01-06-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის საჯარო სკოლა რამდენიმე თვეა, აქტიურად თანამშრომლობს ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლაში არსებულ ინოვაციურ ცენტრთან.

„მე ციფრულ სამყაროში“ და „რობოტექნიკა“ -  პროექტების კვალდაკვალ სკოლებს შორის მეგობრული და პროფესიონალური ურთიერთობების ფონზე ონლაინ სასწავლო შეხვედრები და ღონისძიებები იმართებოდა.

„მოსწავლეები და მასწავლებლები ფარის ინოვაციური ცენტრისა და მისი კარგად ცნობილი ხელმძღვანელის, ეკა წულუკიძის ხელშეწყობითა და ხელმძღვანელობით სწავლობდნენ და ეცნობოდნენ სხვადასხვა საინტერესო საკითხს სტემის ფარგლებში. ამ ვითარებაში მათ არაერთხელ ჰქონდათ ბედნიერება, შეხვედროდნენ ისეთ პროფესიონალისტსა და პედაგოდს, როგორიც გახლავთ ფიზიკოსი დავით სონღულაშვილი.

სეზონის დასასრულს გაიმართა აღნიშნულ პროექტებში მონაწილე სკოლებისა და მოსწავლე ახალგაზრდების შეხვედრა სოფელ ფარის საჯარო სკოლის ინოვაციურ ცენტრში.

იფარის საჯარო სკოლა წარმოადგინეს მე-8 კლასის მოსწავლეებმა მალხაზ გულბანმა და დავით პირველმა. 

„იფარის საჯარო სკოლის ციფრულმა კლუბმა წარმატებით გაიარა სასწავლო კურსი, როგორც WEB 2.0 ინსტრუმენტების, ასევე tincercard.com, corel drow, Adobe FIash პროგრამების მიმართულებით. კონკურსზე „საუკეთესო ვებ.გვერდი“ წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევარი ლეონარდო და ვინჩის შემოქმედებაზე და დამსახურებული მეორე ადგილი მოიპოვეს. სამეცნიერო კონფერენციაში კი წარმოადგინეს ორიგინალური მოწყობილობა „მექანიკური წყალსაქაჩი“, რომლის მუშაობის პრინციპი მთლიანად ეფუძნება მიზიდულობის ძალის კანონს. მონაწილეები და ციფრული კლუბის ხელმძღვანელი, თეა მერლანი დაჯილდოვდნენ კურსის გავლისა და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატით. იფარის საჯარო სკოლას გადაეცა დიპლომი კონკურსში „საუკეთესო ვებ.გვერდი“ მეორე ადგილის მოპოვებისათვის. ასევე დაჯილდოვდა არდუინოს ნაკრებით. ფარის ინოვაციური ცენტრი და პროექტის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის თეა მერლანს და კლუბის წევრებს, მალხაზ გულბანს და დავით პირველს აქტიური თანამშრომლობისა და ჩართულობისათვის“- აი, ასე აღწერს ფარის ინოვაციური ცენტრის ხელმძღვანელი ეკა წულუკიძე იფარის სკოლის როლს აღნიშნულ ინოვაციურ საქმიანობებში.

ჩვენ კი ვულოცავთ ჩვენს სკოლას და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობებს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება